CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4154
ObjectID: 4154
ID: 4154
Name: იუსტიციის სამინისტრო (ზედა კორპუსი) ყოფილი
FullName: იუსტიციის სამინისტრო (ზედა კორპუსი)
Description: ექვსსართულიანი შენობა, ერთ-ერთი საინტერესო სტილის კონსტრუქტივიზმის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენდა. კონსტრუქტივიზმი 20-30 წლებში წარმოიშვა რუსეთში, გავრცელდა აშშ-სა და ევროპაში. ის ე.წ. ინტერნაციონალური სტილია და კარგად ასახავს იმ ფაქტს, თუ რამდენად ინტეგრირებული ვიყავით მსოფლიო არქიტექტურასთან. შენობა 1928 წელს თბილისში მოღვაწე სომეხი ხუროთმოძღვრის, დავით ჩისლიევის პროექტით აიგო. ნაგებობას ხუროთმოძღვრული ღირებულების გარდა, ისტორიული და ურბანული დატვირთვაც ჰქონდა. თბილისში ამ სტილში აგებული სხვა შენობა ფაქტობრივად არ გვხვდება.
შენობის მთავარი ღირებულებაა კონსტრუქტივიზმის სტილის არქიტექტურულ კომპოზიციაში ეროვნული ელემენტების შეტანის მცდელობა: სარკმლის შეისრული მოყვანილობა, კოშკის მსგავსი კონსტრუქცია შენობის კუთხეში, ქუჩების გასაყარზე. შენობაში განთავსებული იყო "ზარია ვასტოკას" რედაქცია. ნაგებობა გეგმაზე რუსული გ-ს ფორმისაა. აგებულია მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასით. მთავარი ფასადი ასიმეტრიული ხასიათით გამოირჩევა. რუსთაველის გამზირსა და რუსთაველის შესახვევის კუთხეში აგებულია ექვსსართულიანი კორპუსი, რომელიც რუსთაველის გამზირზე გრძელდება ხუთსართულიანი ბლოკით. მთავარ ფასადზე დიდ ადგილს იკავებს კარ-სარკმელთა ღიობები. სტილის ,,მოთხოვნებიდან” გამომდინარე ნაგებობა გამოირჩევა სიმკაცრითა და სისადავით, სადაც მკაფიოდ ხაზგასმულია არქიტექტურული ელემენტები. აივნები, ისევე როგორც ფასადები მოკლებულია ორნამენტირებულ ნაძერწობას. სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ ნაგებობას ძეგლის სტატუსი მოეხსნა. განხორციელდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შედეგად გვერდითი ეზოს ფასადებმა და სადარბაზომ მთლიანად დაკარგა ავთენტური სახე, შეიცვალა ინტერიერი. თავდაპირველი სახე შენარჩუნებული აქვს მთავარ ფასადს. ნაგებობას უნდა აღუდგეს ძეგლის სტატუსი, რათა გადარჩეს შენობის ის ნაწილი რაც წარმოდგენას "გვიქმნის" კონსტრუქტივიზმის მნიშვნელოვან სტილზე.
საერთო მდგომარეობა კარგია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4071
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიბოედოვის ქ./19.ჭავჭავაძე ალექსანდრეს ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
ადმინისტრაციული>>სამინისტრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79425677
Y: 41.70081536