ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4153
ObjectID: 4153
ID: 4153
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი შენობის კედლების მასალად გამოყენებულია ე.წ. "რუსული აგური", ბლოკი. შენობის გეგმა მოხაზულობით კვადრატს უახლოვდება. ნაგებობა სამი ფასადით გახსნილია, ერთი ყრუ კედლით კი მეზობელ სახლს ებჯინება. შენობის მთავარი ფასადი შ. ღამბაშიძის ქუჩაზე გადის, მისი პირველი და მეორე სართული შელესილია, დეკორატიული ნაწილები ნაძერწია, ფასადი შეღებილია, პირველი სართულის დიდი ნაწილი - თეთრი, დანარჩენი კი მთლიანად რუხი ფერისაა. მესამე სართული შეულესავი აგურითაა ამოყვანილი. პირველი სართულის მარცხენა ნაწილში საპარადო სადარბაზოს კარია, კარის ცხაურებს აჟურული ლითონი, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებს არქიტექტურული ელემენტები ამკობს. დანარჩენი ნაწილი კომერციულადაა ათვისებული (აქ განთავსებულია კვების ობიექტი "ძველი ელდეპო"). კედელში ხუთი სწორკუთხა ვიტრინა-ღიობია გაჭრილი, აქედან, მარცხნიდან მეორე და მეოთხე კარისაა და ორივე მათგანს წინიდან ორსაფეხურიანი, გეგმაში სამწახნაგა კიბე აქვს მიბჯენილი. დანარჩენი სამი ვიტრინის ქვეშ კი მათ ჩამოსწვრივ, სადა თაროებით დასრულებული, სწორკუთხა შვერილებია გაკეთებული. ხუთივე მათგანს სადა, აგურის წყობით შექმნილი არშია ევლება. აგურისავეა ღიობთა თავზე, ჰორიზონტალური წყობით გამოყვანილი საჭექი ქვებია. შუაკედლისები რუსტირებულია. აღნიშნული სართული სრულდება მარტივი პრიფილის სარტყელით, რომელსაც ქვემოდან მართკუთხა კბილანების მწკრივი გასდევს. პირველთან შედარებით, მეორე სართული უფრო მორთულია. ცენტრში გაჭრილ კარს, ლითონის აჟურულმოაჯირიანი, შეკიდული აივანი აქვს მიდგმული. აღნიშნული სართულის ყველა ღიობი სწორკუთხაა და სამი მხრიდან სადა პროფილის მქონე არშიითაა მოჩარჩოებული. ყოველ მათგანს, თავზე ნაძერწი, მცენარეული ორნამენტით დამშვენებული საჭექი ქვა აქვს დასმული. ღიობები დასრულებულია სანდრიკებით, ქვედა ჰორიზონტალურ ნაწილში კი უწყვეტი, სადა სარტყელით. ფანჯარათა ჩამოსწვრივ სწორკუთხა ჩაღრმავებებია. მათ შორის არსებული გლუვი არეები კი შვეული სწორკუთხა რუსტებითაა აქცენტირებული. მეორე სართულის შუაკედლისები ჰორიზონტალური ზოლებითაა დასერილი. მეორე სართული მესამისგან არაფრით იმიჯნება, ის აგურის შეულესავი კედლით გრძელდება და გაფორმების მხრივ, მეორე სართულის მსგავსია. სიმეტრიის ღერძზე გაჭრილია კარის ღიობი, მასზე მიბჯენილი, სადა ლითონის მოაჯირის მქონე შეკიდული აივნით. მხოლოდ, აქ ღიობებს არა სწორკუთხა, არამედ შებრტყელებულთაღოვანი მოხაზულობა აქვს. მთელ ფასადს, სამი საფეხურისგან, ქვემოდან ზემოთ აღმავალი მიმართულების მქონე, შვერილი კარნიზი ასრულებს. კარნიზს მოსდევს პარაპეტის გლუვი ბლოკის კედელი, რომელიც ქვედაზე მცირე ზომის კარნიზითაა აქცენტირებული. შენობა გადახურულია თუნუქით. შენობის გვერდითი გასასვლელისკენ გამავალი ფასადი, სამივე სართულზე გლუვია. პირველი ორი სართულის არე შეულესავი აგურითაა ამოყვანილი, მესამე კი ბლოკისაა. მისი ზედა დანაწევრება მთავარი ფასადის იდენტურია. კედლის მარცხენა ნაწილში (მეორე და მესამე სართულის დონეზე) ორი სწორკუთხა კარია გაჭრილი. ორივე მათგანს საფასადო მხარეს, მესამე სართულზე არსებული აივნის მსგავსი, ლითონის შეკიდული აივანი აქვს მიდგმული. ზედა აივნის მარცხენა მხარეს სწორკუთხა ფანჯარაა. შენობას, მარცხენა მხრიდან, ეზოში შესასვლელი, ლითონის ჭიშკარი აქვს. მისი მეშვეობით სახლის ეზოში ვხვდებით, რომელიც რუსული ასო "г"- ს მოხაზულობისაა და ორი მხრიდან უვლის სწორკუთხა გეგმის მქონე ნაგებობას. ეზოს მხარეს, უკანა ფასადს დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე და სამივე სართულზე ლოჯიებითაა სახეცვლილი. შენობის ქუჩისპირა ფასადის მორთულობა კლასიციზმისა და ბაროკოს სტილთა რეპერტუარიდანაა აღებული. იგი XX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული და თავდაპირველად, ორსართულიანი იყო, მესამე სართული XX საუკუნის შუა წლებისა უნდა იყოს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5044
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ღამბაშიძე შალვას ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78389376
Y: 41.70820799