{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4139?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4139?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4139?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4139",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4139,
    "ID" : 4139,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  პაოლო იაშვილის 18",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის ჩამოყალიბებისათვის. უჭირავს დომინანტის მხარდამჭერის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს საშუალო არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.\nშენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით  ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს ასიმეტრიული რუსული პ-სებრი ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით, პილასტრებით, ლითონის აივნებით და დასრულებულია ცენტრალურ ნაწილში შემაღლებული რკალისებრი პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია, საინტერესოა მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების პროფილირებული საპირეები (მათი ნაწილი ჩამოცვენილია), აივნის ლითონის მოაჯირები და კრონშტეინები, პილასტრები კანელურებითა და კორინთული კაპიტელებით, ასევე კარნიზის დეკორატიული კრონშტეინები. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია დაწესებულების ოფისი, ამიტომ ფასადის ნაწილი შეღებილია რუხი ფერის საღებავით, ჩაჭრილია სარკმელი, მასში მოწყობილია კარი და მიშენებულია რამოდენიმე საფეხური. \nსახლს აქვს ერთი სადარბაზო. მისი ინტერიერი შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხის მოაჯირი. ასევე საინტერესოა შენობის მარჯვენა განაპირა ნაწილში დატანებული შიდა ეზოში შესასვლელი სწორკუთხა თაღი მის თავზე ქალის ჰორელიეფური გამოსახულებით და ლითონის ჭიშკრით. \nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებულია. იგი გამოირჩევა ხის მოაჯირების ჭვირული დეკორით, ასევე ხის დეკორირებული სვეტებითა და ლავგარდანით. ეზოს ფასადს აქვს რამოდენიმე სხვადასხვა დროის მინაშენი, ორი მათგანი პირველი სართულის დონეზე და ერთი დიდი ზომის მიშენება, რომელიც წარმოადგენს სახლის მარცხენა ფლიგელს. ასევე აქვს მცირე დაშენება. ეზოში არის ორი ერთმანეთზე მიშენებული ერთ სართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხები. \nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია იაშვილის ქუჩის მხრიდან შენობის კედელში დატანებული თაღოვანი გასასვლელის საშუალებით. ეზოსა და ქუჩას შორის მიწის დონეების სხვადასხვაობის გამო ეზოს მხარეს სახლი 3 სართულიანია. პირველი სართულები არის მეორადი განათებით და ათვისებულია საცხოვრებელი ფართებით.\nსახლზე შეინიშნება გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების კვალი. აღდგენილია პარაპეტი, ლითონის კონსტრუქციით გამაგრებულია ეზოში შესასვლელი თაღი და შელესილია ბზარები ცენტრალურ ფასადზე და სადარბაზოში.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4774",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "იაშვილი პაოლოს ქ./18",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.797504949999997,
    "Y" : 41.690327740000001
  }
}