ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4135
ObjectID: 4135
ID: 4135
Name: მწერალთა სახლი
FullName: მწერალთა კავშირი
Description: რთული გეგმარები სახლი დგას ძველი თბილისის უბანში – მაჩაბლის ქუჩა №13-ში. შენობა, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული, აშენებულია 1903-1905წწ, გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვით. სახლი მოდერნის სტილის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეს არის ორსართულიანი ფსევდო-რენესანსული და ფსევდო-კლასიცისტური ელემენტებით შეჯერებული ფასადი XIX ს-ის შუა ხანების რემინისცენციებით. იგი მდიდრულად არის მორთული ნალეს მართკუთხა მოჩარჩოებიანი ღობეებით (განსხვავებული ფორმის თავსართებით პირველსა და მეორე სართულებზე). სახლი ნახევარსარდაფული ცოკოლით იხსნება სივრცეში. აქ პირველ სართულზე მდიდრულ თავსართიანი ნახევარწრიანი მაღალი სადარბაზო ღიობია, ლითონის ჭვირული კარით. ვესტიბიულის გაფორმებაში დიდ როლს ასრულებს ფერადი მარმარილო, რომლითაც მოპირკეთებულია კედლები და კიბე. კამაროვანი პლაფონები გაფორმებულია მცენარეული ორნამენტით, თაღები კი ფერადი ორნამენტითა და კესონებითაა აქცენტირებული. ვესტიბიულიდან მეორე სართულზე ასასვლელი კიბე და ბალუსტრადი ხისაა. ბაქნის კედელზე ვიტრაჟული გამოსახულებაა. მეორე სართულის პლაფონი მოხატულია სტილიზებული ორნამენტით. სახლი დაფერილია ღიაკრემისფრად, დაფერილი სიბრტყე თარაზულად არის დალიანდაგებული თანაბარი სიმაღლის ზოლებით. პირველ სართულზე ნახევარწრიული ფორმისა და დიდი ზომის სარკმლებია ჩამწკრივებული, სარკმლების თავსართები მოპირკეთებული და შემკულია მცენარეული ორნამენტებითა და ნიჟარებით. მეორე სართულზე კი მცირე ზომის სარკმელთა რიგია. აქ მეორე სართულზე ლითონის კიდული აივანია, თაღოვანი ღიობით. ფასადის ცენტრში მასიურ კრონშტეინებზე დაყრდნობილი ლითონის სწორკუთხა აივანია. აღსანიშნავია კრონშტეინებზე მოთავსებული ადამიანის თავების გამოსახულებები. შენობა დასრულებულია თაღოვანი ფრონტონით, რომლის ცენტრშიც მედალიონია ჩასმული. სახლი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ევროპული და თბილისური არქოტექტურის შერწყმის. ნაგებობის ვერანდა მოპირკეთებულია ცნობილი ფირმის ,,ვილეროი და ბოხის’’ კერამიკული ფილებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4631
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მაჩაბელი ივანეს ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1903
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79968941
Y: 41.69023716