ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4131
ObjectID: 4131
ID: 4131
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. იგი წარმოადგენს მოდერნის სტილის ნიმუშს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და შემდეგ დაფარულია დეკორატიული ნალესობით. ნაგებობა წარმოადგენს შემოსავლიანი სახლის ნიმუშს. მისი მეოთხე სართული მოგვიანებით უნდა იყოს დაშენებული. შენობა დგას მაღალ ცოკოლზე. შენობის მთავარი ფასადი სიმეტრიულობითა გამოირჩევა. ნაგებობის პირველი სართული დაფარულია რუსტიკით, მეორე და მესამე სართული კი დეკორატიული ნალესობით. ფასადის ცენტრალური ნაწილი ნაგებობის გვერდით “ფრთებთად” შედარებით წინ არის წამოწეული. მის განაპირა მხარეებზე მოწობილია რიზალიტი, რომელიც გამოყოფილია თავისი შემკულობითა და კომპოზიციით. პირველ სართულზე ჩვენ ვხვდებით ცოკოლზე შემომდგარ მძლავრ, წრიულ სვეტებს, რომელთაც შორისაც მოთავსებულია სადარბაზოს თაღოვანი შესასვლელი. ამ სვეტებს ეყრნობა მეორე და შემდეგ მესამე სართულის ნახევარწრიული და ბრტყელი იონურ და კორინთულკაპიტელიანი პილასტრები, რომელთა შორისაც მოთავსებულია ფართე სარკმლები თავისი დეკორატიული თავსართებით. მთავარ ფასადს ამკობს საფასადე ნაძერწობა, სადაც ვხვდებით ქალის თავების გამოსახულებას, სტილიზებული მცენარეული და ყვავილოვანი ორნამენტის ნიმუშებს, გირლიანდებს, მცირე ვარდულებს და თითოეული სარკმლის თავზე მოთავსებული ნახევარწრიული, ტალღოვანი თუ სამკუთხა ფრონტონებს, რომელიც ერთგვარ გადატვირთულობის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს მნახველზე. მთავარი ფასადის კომპოზიციის სიმეტრიულობას ხაზს უსვამს რიზალიტისა და ჭედური, მსუბუქი აივნების განაწილება. ვესტიბიულის ხის კარს ამშვენებს ჭედური ცხაური. სადარბაზოში გვხვდება ქვის იატაკი, კიბე და ლითონის ჭედური ორნამეტებიანი მოაჯირი. ხოლო მეორე ვესტიბიული, რომელიც, სავარაუდოდ, სახლის მეპატრონის საცოვრებელთან გვაკავშირებდა, მეტი მორთულობით გამოირჩევა. აქ გვხვდება მოზაიკის დეკორატიული იატაკი, მისი კედლები გაფორმებულია თაღედითა და კანელურებიანი ბრტყელი პილასტრებით. შესასველში, სადარბაზოს კარის თავზე გვხვდება ლომის თავის გამოსახულება. სამწუხაროდ სადარბაზოს თავდაპირეველი კარი შემონახული არ არის. სახლის შიდა ეზოს ფასადზე ყურადღებას იმსახურებს ხის შუშაბანდები და ლითონის სახასიათო კიბე. საცხოვრებელი სახლი საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4381
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თაბუკაშვილი რეზოს ქ./42
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.; უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული; მე-20 საუკუნის დასაწყისი.
DateRangeFrom: მე-19
DateRangeTo: მე-20
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების
Accuracy: სწორია
X: 44.79685452
Y: 41.70151504