CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4130
ObjectID: 4130
ID: 4130
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორი ქუჩის კუთხეში აღმართული საცხოვრებელი სახლი ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა. თუმცა, ის მშენებლობის პროცესშივე გადაკეთდა, მოგვიანებით კი მისი ფასადი მოდერნის ელემენტებით შეიმკო. თაბუკაშვილის ქუჩისკენ ის ორსართულიანია, ფურცელაძის ქუჩის მხარეს კი, დაღმართის გამო, ერთი სართული ემატება. შენობა გეგმის მიხედვით მართკუთხედია, რომელშიც ეზოა ჩაწერილი. ფურცელაძის ქუჩას მიმყოლი ფასადი ასიმეტრიულია. პირველ სართულზე მოწყობილია სავაჭრო სივრცეები, რომელთა ღიობებიც, სხვადასხვა ჩარევების გამო გადაკეთებულია, ქვით არის მოპირკეთებული და თავდაპირველი იერსახე შეცვლილია. შუა ღერძიდან მარცხნივ გაჭრილია ეზოში შესასვლელი სწორკუთხა გვირაბი, რომელზეც დეკორატიული თაღი გადადის. ის, თითქოს, თბილისის ხუროთმოძღვრებაში გავრცელებულ, ტიმპანიანი სარკმლის კომპოზიციას იმეორებს. გვირაბის ზემოთ სამი ფანჯრის ერთიანი კომპოზიცია გვხვდება - ცენტრში მოქცეული სტანდარტული და მის ორსავ მხარეს განლაგებული ვიწრო სარკმლებით. მათ ერთიანი დეკორი ამკობს, რაც სამ ღიობს ერთიან სურათს უქმნის. ფანჯრების ორივე მხარეს ანალოგიურად გაფორმებული ცრუ ღიობებია დატანილი. გვირაბის ზემოთ, მესამე სართულზე ხუთწახნაგიანი ერკერია წარმოდგენილი, რომელსაც წახნაგებზე მოქცეული თითო, რენესანსული ფანჯრის მსგავსი ვიწრო სარკმლები ერთვის. შუა ღერძიდან მარჯვნივ, მესამე სართულზე მართკუთხა გეგმის, მოდერნის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სურათის მქონე რკინის ცხაურით შემოსაზღვრული აივანია შეკიდული - მის სურათს ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული წრეებიდან დაშვებული ვერტიკალური ღეროები ქმნის. მეორე სართულზე განლაგებული ფანჯრების შემკულობა დაბალი რკალის მქონე თაროს წარმოადგებს, რომელიც ორივე მხარეს ბურთულებით ბოლოვდება. მესამე სართულს მაღალი თაღით დასრულებული ღიობებიც ბურთულებით არის შემკული და თითქოს სარკმლის შემომწერი რკალი მათ ეყრდნობა. თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი ანალოგიურად არის გაფორმებული. თუმცა კომპოზიცია განსხვავებულია. ასიმეტრიულობა პირველ სართულზე, მარცხენა კიდეში გაჭრილ კარს შემოაქვს. მას სამკუთხა წინფრა ერთვის. მეორე სართულს ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული ფანჯრების რიგი წარმოადგენს და რიტმს ქმნის. მესამე სართულზე, შენობის კიდეები საერთო სიბრტყიდან ამოწეულ კედლის სეგმენტებით არის შემოფარგლული, რაც კომპოზიციას, თითქოს, კრავს და სიმყარეს სძენს. ამავე სართულს, არტ-ნუვოსათვის დამახასიათებელი ფაქტურის სარტყელი მიუყვება. შენობას სადა კარნიზი ასრულებს. ეზოს ოთხიმხრივ უაივნო, აგურის შეულესავი კედლები შემოწერს. ეზო-ჭა ნაგებობას სისადავეს მატებს. ქუჩის პარალელურად განლაგებულ ნაგებობა, ქუჩისკენ მიმართულ ფასადის სარკმლების რიტმიკას იმეორებს. შენობის უკანა ფლიგელს, კუთხეში მოქცეული ნახევარწრიული სადარბაზოს შვერილი ამკობს. ამავე სადარბაზოშია მოწყობილი ქვის მძლავრი კიბე. კიბის მეორე უჯრედი გვირაბის ფარგლებში დატანილ სადარბაზოშია მოთავსებული. მას ხის ოვალური კიბე ერთვის. სადა კედლებს გვიანი მცირე მიშენებები აქვს, რაც მის ერთიან, ღირებულ სურათს არღვევს. აღწერილი შენობა მოდერნის სტილისაა, თუმცა სისადავის მატარებელია. მის შემკულ ქუჩისპირა ექსტერიერს ეზო-ჭის სადა, შეუმკობელი სურათი უპირისპირდება. აღნიშნული სახლის მნიშვნელობას სწორედ აგურის შეულესავი კედლებით წარმოდგენილი ეზო-ჭა ზრდის, რაც თბილისში სულ რამდენიმეა. სახლის მნიშვნელობას სადარბაზოს ქვის კიბე უსვამს ხაზს. ამასთანავე, ნაგებობა ქუჩების კუთხეს, მათ მოხაზულობას განსაზღვრავს და დამრეც რელიეფს კარგად ერგება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4992
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ფურცელაძე ანტონის ქ./16.თაბუკაშვილი რეზოს ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80212115
Y: 41.69766821