ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4128
ObjectID: 4128
ID: 4128
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი სიმეტრიული ფასადის მქონე სახლი პ. ინგოროყვას ქუჩის სწვრივადაა განლაგებული. მთლიანად რუსტირებული ფასადის ცენტრი და კიდეები რიზალიტებს წარმოადგენს. განაპირა რიზალიტებში სამივე სართულზე სწორკუთხა ღიობებია გაჭრილი და თითოეული განსხვავებულად არის დეკორირებული. მარცხენა რიზალიტის პირველი სართული სარკმელს წარმოადგენს, ხოლო მარჯვენაში შესასვლელია გაჭრილი, მიუხედავად ამისა, მათი დეკორი იდენტურია. პირველ სართულზე ღიობის ორსავ მხარეს ქვემოთკენ კრონშტაინის სახით დაბოლოებული ატლანტების ფიგურებია, ღიობის თავზე კი მცენარეული ორნამენტია ჩასმული. მეორე სართულზე ქვისმოაჯირიანი ფრანგული აივანია, მის გვერდებში კი სამ-სამი (შუა წრიული, ხოლო გვერდითა სწორკუთხა გეგმარების) პილასტრებია ჩასმული, რომლებიც ზემოთკენ ქალის თავის გამოსახულებიანი კომპოზიტური კაპიტელებით სრულდება. სარკმლის ზემოთ კი წრეებით შედგენილი ორნამენტია ჩასმული. რაც შეეხება მესამე სართულს, აქ სადა სწორკუთხა ღიობია გაჭრილი და შეუმკველადაა დატოვებული. ცენტრალური რიზალიტი უფრო დატვირთულია, ქვემოთ მაღალი თაღოვანი შესასვლელია გაჭრილი, რომელშიც ყვითლად შეღებილი ხის აჟურული კარია ჩასმული. მის ზემოთ ორნამენტულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი რკინის ცხაურისმოაჯირიანი აივანია მოწყობილი. აივანი ორ ღიობს მოიცავს, რომლებიც სწორკუთხა მოჩარჩოებაშია ჩასმული და ადამიანის თავითა და გირლანდებით გაფორმებული რკალური ფრონტონით ბოლოვდება. მესამე სართულზეც აივანია, რომელიც რკინის აჟურული მოაჯირითაა მოზღუდული. რიზალიტებს შორის ყველა სართულზე სამ-სამი სარკმელია განთავსებული და მათი დეკორი სართულების მიხედვით იცვლება. ზედა და ქვედა სარკმლები სადაა, მეორე სართულისას კი მცენარეული ორნამენტითა და ფრონტონით დაბოლოებული გაფორმება აქვს. ფასადი ზემოთკენ ორნამენტული, იონიკური დეკორით გაფორმებულ კრონშტაინების მწკრივს დაყრდნობილი კარნიზით სრულდება. აღსანიშნავია ნაგებობის მარჯვნივ არსებული სადარბაზო, რომლის კედლებიც რუსტირებულია, კლასიკური ორდერის ელემენტებითაა გაფორმებული და ბუნებრივი განათებით ნათდება. ნაგებობის უკან ტერასული ეზოა მოწყობილი, შენობა კი ხის აივნებითა და შუშაბანდებით გამოდის. მისი ქვედა სართული სახეცვლილია. აღწერილი ბაროკოს სტილის შენობა მიმდებარე განაშენიანებაში მასშტაბით კარგად ეწერება და ის თბილისის ხუროთმოძღვრებისათვის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4439
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ინგოროყვა პავლეს ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79659358
Y: 41.6945925