ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4127
ObjectID: 4127
ID: 4127
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მასშტაბური, აგურით ნაშენი შეულესავი შენობა, ქუჩათა კუთხეშია აღმართული. მისი ფასადი სადაა. ნაგებობას მარჯვენა მხრიდან შუშაბანდები და ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული აივნები მიუყვება. პირველი სართულის შუშაბანდები აგურის ბოძებს ეყრდნობა, რომლებიც სარდაფის გალერეას განსაზღვრავს. სარდაფის სიმაღლე დაახლოებით 3,5 მეტრი იქნება. ზიჩის ქუჩის მხარეს მიმართული საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია. შენობაში შესასვლელი კარი, შუა ღერძიდან ოდნავ მარცხნივ არის გაჭრილი. მის თავზე სართულნახევრის სიმაღლის ერკერია მოთავსებული, რომელიც ბრტყელ კონსოლებს ეყრდნობა და ხის ძელები ერთვის. ის ვერტიკალური, ერთიანი სარკმლით არის დანაწევრებული, რაც ფასადს თითქოს საზეიმო ელფერს მატებს. ერკერის ორივე მხარეს მასიურ რუსტებზე დაყრდნოილი სარკმლების არათანაბარი რაოდენობა ნაწილდება. მათ თავზე თაღებია გადაყვანილი, რომლებსაც საჭექი ქვები ამკობს. შენობა კუთხისკენ ორი წახნაგით არის მიმართული. მათგან ერთ-ერთზე, განიერი აივანია მოწყობილი, მის ქვეშ კი სარკმელი და სარდაფში ჩასასვლელი კარია გაჭრილი. სარდაფის ღიობი და მას დართული კიბე გარემონტებულია, რაც თავდაპირველ იერსახეს ცვლის. მეორე წახნაგზე ორ-ორი ფანჯარაა მოთავსებული. პირველ სართულზე ისინი ამოქოლილია. კოტეტიშვილის ქუჩისკენ გამავალი ფასადის დეკორი სხვა დანარჩენის ანალოგიურია. ნაგებობას ორი, ფასადის დამაგვირგვინებელი და სართულებს შორის გავლებული კარნიზი მიუყვება, რაც კომპოზიციას ჰორიზონტლურ არეებად ყოფს. სახლის ფასადი სადაა და ის გააზრებულად არის გაფორმებული. ნაგებობა კარგად ერგება რელიეფს და ქუჩის კუთხეს განსაზღვრავს. მთავარ ფასადზე მძიმე ერკერის სახით დასმული მახვილი მას გაწონასწორებულს ხდის. აგურისაა და შუშაბანდების ერთდროულად აღქმული კონტრასტი მას მრავალფერადოვნებას სძენს. მსხვილმასშტაბიანი სახლი ქუჩის მონაკვეთის დომინანტია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4683
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტეტიშვილი ვახტანგის ქ./3.ზიჩი მიხაის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79592817
Y: 41.69686286