ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4125
ObjectID: 4125
ID: 4125
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი პაოლო იაშვილის 9
ComplexName:
Description: ორსართულიანი, მანსარდით დასრულებული სახლის ფასადი, პირველი სართულის გამოკლებით, სიმეტრიულია. კიდეები და ცენტრი რიზალიტებს წარმოადგენს. პირველი სართული რუსტირებულია, განაპირა მხარეებში ღიობებია, მარცხენა რკინის აჟურულ ჭიშკარს წარმოადგენს, ხოლო მარჯვნივ ორი თაღოვანი კარია გაჭრილი, აქედან განაპირა თავდაპირველია, ხისაა და რკინის ორნამენტებითაა შემკული, მეორე კი რკინისაა და ზემოთკენ წინფრით ბოლოვდება. ღიობების თავზე მცენარეული ორნამენტებია ჩასმული. სარკმლები თაღოვანია და სართულების მიხედვით განსხვავებულადაა დეკორირებული. ქვედა სართულის სარკმლები შედარებით სადა მორთულობით გამორჩევა, მათ თავზე მხოლოდ თითო მცენარეულად შემკული საჭექი ქვა აქვთ ჩასმული. ჭიშკრის თავზე, პირველ სართულზე, მცირე აივანია მოწყობილი, რომელიც ფასადის კომპოზიციას არღვევს. ასეთივე დამატებაა მეორე სართულზეც, რომლის მოზრდილი აივანიც ხელს უშლის ფასადის თავდაპირველ მხატვრულ გადაწყვეტას. ამ სართულის მარჯვენა განაპირა ღიობი ფრანგულ აივანს წარმოადგენს. აქაური სარკმლები შედარებით უხვადაა შემკული. ღიობები რელიეფურად ამოწეული ხაზებისგან შემდგარ მოჩარჩოებაშია ჩასმული, რომელთა თავზეც ყვავილოვანი ორნამენტია, ქვემოთ კი გირლანდებია მოთავსებული. სარკმლებს შორის პილასტრისებრი ელემენტებია ჩასმული, რომლებიც ზემოთკენ მცენარეული ორნამენტებითაა შემკული. მეორე სართულის ცენტრში უხვად მორთული ერკერია ჩასმული, რომელიც ფასადის მთავარ მხატვრულ ელემენტს წარმოადგენს. ერკერის კუთხეებში კარიატიდებია ჩასმული, ხოლო სარკმლები სამივე მხარეს ისევეა გაფორმებული, როგორც ამ სართულის დანარჩენი ღიობები, განსხვავება ისაა, რომ ერკერის ფანჯრებს თავზე უფრო მოზრდილი ზომის მცენარეული ორნამენტი აქვთ. როგორც აღვნიშნეთ, ნაგებობა ზემოთკენ მაღალი მანსარდით სრულდება, მასში კი გამოწეული სარკმლების მწკრივია, შუაში, ერკერის თავზე მოზრდილი სარკმელია, რომლის დეკორიც ერკერის გაფორმებას ეხმიანება. აღსანიშნავია მდიდრული სადარბაზო, რომელსაც მთელ სიმაღლეზე რკინის აჟურულმოაჯირიანი, მარმარილოს კიბეები მიუყვება და ბუნებრივი განათებით ნათდება. სადარბაზოს ინტერიერი ეხმიანება სახლის ფასადების სტილსა და დეკორის ორნამენტულ მოტივებს, თუმცა ის უფრო მოკრძალებულია, ვიდრე მთავარი ფასადი. ნაგებობის უკან ხის აივნებ და შუშაბანდებშემოვლებული ეზოა მოწყობლი, რომელთა მოაჯირებიც ორნამენტულია, აქვე გვაქვს რამდენიმე მიშენებაც, რომელიც ხელს უშლის ნაგებობის თავდაპირველი სახის აღქმაში. აღნიშნული ფრანგული რენესანსის მოტივებით გაჯერებული შენობა თბილისის ხუროთმოძღვრებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს და მიმდებარე განაშენიანებაში გამორჩეულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4783
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იაშვილი პაოლოს ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1899
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79664904
Y: 41.69228852