ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4123
ObjectID: 4123
ID: 4123
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ,,კოხტა,” ქუჩების (გრიბოედოვი, ბესიკი) გასაყარზე მდგარი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი კლასიცისტურ-რენესანსული სტილის ნიშნების მატარებელია. იგი აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. გეგმით შენობა მართკუთხედს უახლოვდება. საშენ მასალად გამოყენებულია აგური და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. მთავარი ფასადი (გრიბოედოვის ქუჩა) სიმეტრიული კომპოზიციით გამოირჩევა. სიმეტრიულობას მესამე სართულის ქვის, ამოშენებული, გადახურული აივანი განსაზღვრავს. სადად გადაწყვეტილი გვერდითი ფასადისგან განსხვავებით, მთავარი ფასადი გამოირჩევა არქიტექტურული ნიშებით, სარკმლების დეკორატიული თაროებით, სარკმლის ზემოთ განთავსებული სამკუთხა ფრონტონებითა და რუსტიკის წყობით. შენობის კუთხის ფასადზე, ქუჩების გასაყარზე ლითონის ორნამენტირებული სადა აივნებია მოთავსებული. ლითონის ნაჭედი აივნის მოაჯირები მსუბუქი დეკორატიულობით გამოირჩევა. სისადავით გამოირჩევა სადარბაზოს კარიც, რომელიც ყვავილოვანი მცირე გირლანდებით არის შემკული. სადარბაზოში ყურადღებას იმსახურებს მოზაიკის იატაკი, ქვის კიბე და ლითონის ჭედური მოაჯირი. სახლს აქვს მცირე შიდა ეზო, რომლის ფასადიც ძლიერ შეცვლილია. სავარაუდოდ იყო ხის აივნები შუშაბანდებით. ეზოში მნიშვნელოვანია წრიული, ლითონის კიბე. შენობის ეზოში შეინიშნება მინაშენი. სახლის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნაგებობა წარმოადგენს მემორიალურ სახლს, სადაც 1923 – 1945 წლებში ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი კინომსახიობი და რეჟისორი სსრკ სახალხო არტისტი მიხეილ გიორგის ძე გელოვანი. სახლში ამჟამად ბაირონის სკოლა მდებარეობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4072
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიბოედოვის ქ./2.ბესიკის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: სავაჭრო; მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79611228
Y: 41.69877245