CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4120
ObjectID: 4120
ID: 4120
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სამ ქუჩას შორის არის აღმართული. მას მანსარდული ტიპის დაშენება აქვს, რომელშიც სარკმლებია მოთავსებული. ბესიკის ქუჩისკენ მიმართული ფასადი სიმეტრიულია. ცენტრში, ერთიან ნიშაში, შენობაში შესასვლელი ორფრთიანი კარი და მას მიბჯენილი კვადრატული ფორმის სარკმელია დატანილი. მის ორსავ მხარეს, ასევე ნიშებში მოთავსებულია სხვადასხვა ზომის ფანჯრები. ნიშები კარნიზიანი სარკმლის მასშტაბში გაზრდილ კომპოზიციას მოგვაგონებს. რელიეფის დაქანების გამო, აღნიშნულ მხარეს, სახლს მოცულობა ემატება, რომელშიც ღიობებია გაჭრილი. კომპოზიციის შუა ღერძზე, კარის მეორე სართულზე, ერთმალიანი აივანია შეკიდული, რომელიც შუშაბანდად არის გადაკეთებული. მის სახეს შეისრული თაღები და წრიული გეგმის მქონე სვეტები განსაზღვრავს. ასეთივე, შუშაბანდად გადაკეთებული, თუმცა ორმალიანი აივნებია მოწყობილი შენობის კუთხეებზე. აქედან ერთ-ერთი გაფართოებულია და მისი თავდაპირველი სახე შეცვლილია. მათ ქვემოთ ღიობებია დატანილი, მათ შორის სარდაფში ჩასასვლელიც. სარდაფის სიმაღლე, დაახლოებით, 3,5 მეტრი იქნება. ზიჩის ქუჩისკენ, ნაგებობის სიმაღლის ზრდასთან ერთად დამატებითი ღიობები და ცრუ სარკმლები ჩნდება. აივნების აქეთ-იქით, პილასტრებით გამიჯნული წყვილი რკალური სარკმლებია მოქცეული. ნაგებობა დანაწევრებული, სადა ფრიზით სრულდება. სახლი საზიარო ეზოს შემცველია. აღწერილი შენობა ტრადიციული თბილისური სახლის თვისებების მატარებელია. მის მხატვრულ ღირებულებას შეისრული თაღებით გაფორმებული აივნები ერთი-ორად ზრდის და მის ხასიათს წარმოაჩენს, რაც მას მიმდებარე განაშენიანების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად აქცევს. ის ქუჩების მოხაზულობას განსაზღვრავს და კვარტლის ვიწრო კიდეს ასრულებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3966
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჟორდანია თედოს ქ./11.ზიჩი მიხაის ქ./14.ბესიკის ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>სილამაზის სალონი;
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7950518
Y: 41.69793536