CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4118
ObjectID: 4118
ID: 4118
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1890-1903 წლებში თევზით მოვაჭრე ანდრეი ტიუნებეკოვის მიერ აიგო. თავდაპირველად სახლი ორსართულიანი გახლდათ, რომელსაც 1932 წელს დააშენეს მესამე სართული. ნაგებობა წარმოადგენს რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმის ნიმუშს. გეგმაში შენობა მართკუთხედს წარმოადგენს, ნაშენია აგურით და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. ნაგებობას მთავარ ფასადზე აქვს ორი, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე სადარბაზო, რომელთაგან ერთი პირველ, ხოლო მეორე კი მეორე სართულს უკავშირდება. საცხოვრებელი სახლის ნაწილს მეპატრონე აქირავებდა, ხოლო ნაწილში თვითონ და მისი ოჯახი ცხოვრობდა. საცხოვრებელი სახლის იმ ნაწილის ვესტიუბიული, რომელშიც თავად მეპატრონე ცხოვრობდა მდიდრულად იყო გაფორმებული ნაძერწობით, მოხატული იყო სტილიზებული მცენარეული ორნამენტით. სადარბაზოს კედლებს ამკობს დეკორატიული პილასტრები კორინთული ორდერით. საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი ოთახის ჭერი, სადაც მუსიკალური საღამოები ეწყობოდა მდიდრულად არის მოხატული და დეკორირებული ბაროკო-როკოკოს სტილში. მეორე ოთახში ჭერი მთლიანად მოხატულია ყვავილოვანი ორნამენტით. ბუხარი მოპირკეთებულია აჟურული კერამიკული ფილებით. საცხოვრებელ ოთახებს ამკობს სხვადასხვა სტილის, იმ პერიოდისათვის პოპულარული დეკორი. ყურადღებას იპყრობს სადარბაზოს მდიდრულად მორთული ჩუქურთმებიანი კარი, რომლის შემინული ნაწილი დაცულია ლითონის ჭედური ორნამენტული ცხაურით. ვესტიბიულის ჰოლის სიღრმეში კიბის დასაწყისში, დეკორატიული ლითონის კანდელაბრი დგას. მთავარი ფასადის კომპოზიცია ასიმეტრიულია, რაც განპირობებულია იმით, რომ სახლის მთავარი შესასვლელი მდებარეობს არა შენობის ცენტრში, სიმეტრიის ხაზზე, არამედ ნაგებობის მარჯვენა ბოლოში, სადაც ორი სადარბაზოს თაღოვანი დეკორატიული კარებია გაჭრილი, მეორე ბოლოსგან განსხვავებით, სადაც ეზოში გამავალი გვირაბია განთავსებული. შენობის მეორე სართული ამ შემთხვევაში იმეორებს პირველი სართულის კომპოზიციას, შესაბამისად სადარბაზოს კარების თავზე ყვავილოვანი გირლანდებით შემკული ორი თაღოვანი კარ-სარკმელია გაჭრილი, პილასტრებით და დეკორატიული მოტივებით. მაშინ, როცა "გვირაბის" თავზე შესაბამისად ერთი განიერი თაღოვანი კარია გაჭრილი, რომლის დეკორატიული შემკულობა განსხვავდება ფასადის სხვა ნაწილებისგან. აქ გამოყენებულია მცენარეული მოტივი და ქალის თავის გამოსახულება. პირველი სართული რუსტიკით არის დამუშავებული და შემკულია თაღოვან სარკმლებს შორის მოთავსებული ლომის თავებით. ხოლო მეორე სართულის გაფორმება - სარკმლების თავსართები, ბრტყელი პილასტრები, ლითონის ჭედური აივნები - ქმნის მთავარ აქცენტს ფასადის გადაწყვეტაში. შენობის მესამე სართული სადაა. მიუხედავად ასიმეტრიული კომპოზიციისა, მთავარი ფასადის ზოგადი სახე დახვეწილი, გემოვნებიანი და თავისი სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ევროპული ფასადის მიღმა ადგილობრივი, თბილისური ეზოებისათვის დამახასიათებელი ელემენტები იმალება: ჭვირული, ხის დეტალებით შემკული, სამსართულიანი შუშაბანდი ეზოს მხრიდან. გადაკეთებების მიუხედავად, პროექტის პირვანდელი სახე კარგად იკითხება (თუ არ ჩავთვლით ერთ უსახურ მინაშენს პირველ სართულზე, რომელიც არღვევს დახვეწილი და გამორჩეული ფასადის საერთო იერსახეს). ნაგებობის მდგომარეობა ცუდია, შეინიშნება ბზარები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4068
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიბოედოვის ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი, 1890წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
ფუნქციის გარეშე;
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79459826
Y: 41.70004187