ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4110
ObjectID: 4110
ID: 4110
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა სამსართულიანია, ნაგებია აგურით, სახურავის ძირითადი მასალა ლითონია. ქუჩისკენ მზირალი მთავარი ფასადი დეკორატიულადაა შელესილი. სამივე სართული კარნიზითაა გამიჯნული ერთმანეთისგან, ღიობები მთელს ფასადზე სიმეტრიულადაა განლაგებული. ხუთ-ხუთი სარკმელია თითოეულ სართულზე, მათ ორსავ მხარეს კი ზედა ორ სართულზე აივნებია, ქვემოთ კი სადარბაზოში შესასვლელი ორი კარი. შენობის კიდეებში მოქცეული აივნები და სადარბაზოში შესასვლელები ცენტრალური ნაწილისგან კლასიცისტურ სტილში გადაწყვეტილი პილასტრებითაა გამოყოფილი. სამივე სართული იერით ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი სართულის ფასადი რუსტიკის იმიტაციითაა შელესილი, მეორეზე _ სანდრიკებიანი სარკმლები ქმნიან დეკორატიულ მახვილს. ხუთ ცენტრალურ სარკმელს სამკუთხა თავსართი აქვს, აივნის ღიობებს კი მშვილდისებრი თავსართები ამშვენებს. მესამე სართული სრულიად მოურთავია და უსახური. შენობის იერ-სახეზე უარყოფითად მოქმედებს ახლადჩასმული მეტალო-პლასტმასის სარკმელთა ჩარჩოებიც. აღსანიშნავია სადარბაზოში შესასვლელი ერთნაირი თაღოვანი შესასვლელი და დეკორატიული ჭვირული ლითონის ორნამენტებით გაფორმებული ორი ხის კარი, ასევე მეორე სართულის ლითონის ორი ჭვირული აივანი. ნაგებობა რენესანსტულ-ბაროკულ სტილს მიეკუთვნება და მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ქიაჩელის ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული იერ-სახის შექმნაში. თუ ლ. ქიაჩელის ქუჩის მხრიდან ნაგებობა სწორკუთხაა, ახვლედიანის ქუჩის მხრიდან ის მრავალწახნაგაა, ერთ მხარეს უფრო წაგრძელებული. ახვლედიანის ქუჩის მხრიდან შენობას ეზო აქვს. ამ ფასადზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხის ჭვირული ორნამენტებით გაფორმებული შუშაბანდი, ხის ფლიგელი დეკორატიული ხის აივნით. სადარბაზოში აღსანიშნავია ხის კიბე, ხის მოაჯირი, შუქფარანი და კარის დეკორი. ნაგებობას აქვს ისტორიული მნიშვნელობაც, რადგან აქ ცხოვრობდა ქართველი მხატვარი ელენე ახვლედიანი და საზოგადო მოღვაწე ვლადიმერ ჯიქია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5012
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქიაჩელი ლეოს ქ./12.ახვლედიანი გიორგის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; კულტურა>>მუზეუმი;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79053626
Y: 41.70570028