CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4108
ObjectID: 4108
ID: 4108
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა ორსართულიანია, აშენებულია აგურისგან და გარედან შელესილია. მისი მთავარი ფასადი ბესიკის შესახვევში გამოდის. პირველ სართულზე დაბალთაღიანი, თითქმის სწორკუთხა მოურთავი სარკმლებია გაჭრილი, მარცხენა მხარეს კი მომცრო ხის აივანია მიდგმული, რომლის მოაჯირიც რიკულებიანია. აივნის ქვეშ ნაგებობაში შესასვლელი ხის სადა, განიერი კარია ჩასმული, აივნის ზემოთ კი შუშაბანდისმაგვარი მიშენებაა, რომელიც ცემენტითაა ნალესი და მკვეთრად არის გამოწეული საერთო სიბრტყიდან. მინაშენის მარჯვნივ ისეთივე სარკმლებია ჩამწკრივებული, როგორიც პირველ სართულზე. შუაში კი აივანია განთავსებული, მისი მოაჯირიც რიკულებიანია და სამმხრივ გახსნილი. ფასადის ძირში სარდაფია მოწყობილი, რომლის ნახევარიც მიწის ქვეშაა მოქცეული. მასში ჩასასვლელი კედლის მარცხენა მხარეს არის გაჭრილი. რამდენიმე საფეხურით კართან ჩავდივართ, რომელსაც მცირედ დეკორირებული მოგვიანო წინფრა ხურავს. შესასვლელის მარჯვენა მხარეს ოთხი სარკმელია განთავსებული. ამ ადგილას მიწა ჩაჭრილია ქუჩის ქვეშ და ღიობები მთლიანად მიწის ზემოთაა მოქცეული. სარკმლების წინ, ქუჩაზე დაბალი ღობეა გამართული. მოცემული ფასადი სადა, მოუპირკეთებელი პილასტრებით ოთხ მონაკვეთადაა გაყოფილი. შენობის გვერდითა ფასადი უფრო სადაა, აქ მხოლოდ ფანჯრების ღიობები და ორი კარი გვხვდება. ორივე სართულზე მარცხენა მონაკვეთში თითო ნიშაა ჩასმული. რაც შეეხება კარებს, ისინი გვერდიგვერდ, მიჯრით არის გაჭრილი და ხისაა. შესასვლელებს წინფრები ამშვენებს, რომელთა საფასადო მხარე და კრონშტაინები რკინის ორნამენტული ცხაურებითაა გამშვენებული. ფასადის ზედა მხარეს პარაპეტია, რომელიც გრძელი რუსტითაა გაფორმებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4674
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბესიკის I შეს./1.მთაწმინდის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79317412
Y: 41.69634834