CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4107
ObjectID: 4107
ID: 4107
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ქვის რუსტირებულ ცოკოლზე შემდგარი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი თითქმის სიმეტრიულია. შენობის ორივე განაპირა მხარეს რიზალიტებია მოქცეული, რომელთაგან მარჯვენაში - სადარბაზოს განიერი კარი, მარცხენაში კი ეზოში შესასვლელი გვირაბია გაჭრილი, რომელშიც მოდერნული, ყვავილებით შემკული რკინის ჭიშკარია მოთავსებული. მათ ზემოთ, მეორე სართულზე სარკმელია დატანილი, მესამე სართულზე ბალუსტრადით შემოსაზღვრული აივანია მოწყობილი (მარჯვენა რიზალიტზე ორივე სართულზე აივანია მოწყობილი). აღწერილ კომპოზიციებს არ-ნუვოს დამახასიათებელი ბურთულაკებიანი ატიკი ასრულებს, რომლის ქვეშ გავლებული კარნიზი წყვილ პროფილირებულ კრონშტაინებს ებჯინება. კომპოზიციის ცენტრში მძალვრ კონსოლებზე დაყრდნობილი ერკერია წარმოდგენილი, რომელსაც ზემოდან და გვერდებიდან ბალუსტრადებიანი აივნები ერთვის. ერკერის განიერ სარკმელს მცენარეული კომპოზიცია ამკობს, რაც მას საზეიმო ელფერს მატებს. მის ორსავ მხარეს სადა საპირეებით, საჭექი ქვითა და მოდერნისთვის დამახასიათებელი გირლანდებით გაფორმებული ფანჯრებია განაწილებული. პირველ სართულზე მოქცეულ, სარკმლების უწყვეტ რიგს სამკაული არ ერთვის. შენობა ეზოს შემცველია, რომელსაც ნაგებობა ორი მხრიდან შემოწერს. ქუჩის პარალელურად განლაგებული ფლიგელი, მოდერნის იერის მატარებელი შუშაბანდებით არის წარმოდგენილი, რაც მხოლოდ მეორე სართულზეა შემორჩენილი. სხვა სართულები სახეცვლილია, შუშაბანდების ნაცვლად კედლებია ამოშენებული, გამოცვლილია ფანჯრები და მესამე სართულზე ფლიგელს მიმყოლი აივანია მოთავსებული. ქუჩის პერპენდიკულარულად განლაგებულ ნაგებობას, აგურის შეულესავ არათანაბარ ფლიგელებს შორის მოქცეული კიბის უჯრედი (სადარბაზო) და მას დართული ხის, მოდერნული იერის მქონე ორნამენტებით შემკული ჭვირული აივნები წარმოადგენს. აგურის კედლები საჭექი ქვით შემკული სარკმლების მწკრივებით არის დანაწევრებული. ღიობებს შორის რუსტების ვერტიკალური, პილასტრისებრი რიგებია განთავსებული, რაც კომპოზიციას სიმყარესა და რიტმულობას სძენს. ნაგებობას კბილანებიანი კარნიზი ასრულებს.
აღწერილი საცხოვრებელი სახლის ფასადი სადად და გააზრებულად არის მორთული. როგორც ქუჩისკენ, ასევე ეზოსკენ მიმართული ფასადები მის გვერდით მდებარე ბიბლიოთეკის მოდერნის სტილის ნაგებობასთან პარალელს ავლებს და თითქოს, ქუჩის გარკვეულ მონაკვეთს უწყვეტს წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ეზოსკენ დიდწილად ხის აივნებია მიმართული, ისინი არ-ნუვოს ცალკეულ სურათს იმეორებს და ქუჩისკენა ფასადთან კავშირს ავლენს. მსხვილმასშტაბიანი, დაღმართს მიმყოლი ფასადი ქუჩის სილუეტს, მასშტაბს, სურათსა და მხატვრულ სახეს კარგად განსაზღვრავს და მეზობლად აღმართულ მოდერნის ნაგებობასთან ერთად ერთიან ანსამბლს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4989
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ფურცელაძე ანტონის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80115977
Y: 41.69737733