{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4105?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4105?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4105?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4105",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4105,
    "ID" : 4105,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ასათიანი ლადოს 41",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და უჭირავს რიგითის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში.\nშენობა 3 სართულიანია. გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით იგი ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს ასიმეტრიული რუსული პ-სებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით და აგურში გამოყვანილი რუსტირებული პილასტრებით. ფასადი შეულესავი აგურის დეკორატიული წყობით გამოირჩევა, მასზე გამოდის ორი აივანი ლითონის აჟურული მოაჯირებითა და კრონშტეინებით.  საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: პილასტრების კორინთული კაპიტელები და სარკმელების ქვეშ  კუთხით დაწყობილი აგურის დეკორირებული პარაპეტები.\nსახლს აქვს ორი სადარბაზო, რომელთაგან მხოლოდ ერთში მოხერხდა შესვლა. მისი ინტერიერი შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს  ხის კიბე და ხის რიკულებიანი მოაჯირი, ასევე საინტერესოა კარების  დეკორი. სადარბაზოდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ აივნებზე მოხვედრა მეორე სართულის დონეზე. \nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია (პირველი სართულები სრულად არის ამოშენებული). იგი გამოირჩევა ხის მოაჯირების ჭვირული დეკორით და ასევე ჭვირული სვეტების თავსართებით. აივნები დასრულებულია ხის ლავგარდანით.\nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ამღლების ქუჩის მხრიდან მეზობელი შენობის კედელში დატანებული თაღოვანი გასასვლელის საშუალებით. \nსახლის ნაწილობრივ თაღოვანი სარდაფი შელესილი აგურის წყობის კედლებით არის ამოყვანილი, მისი სიმაღლე დაახლოებით 3 მ-ია და ჩასვლა შესაძლებელია ეზოს მხრიდან.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3829",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ასათიანი ლადოს ქ./41",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის,საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79645567,
    "Y" : 41.689673820000003
  }
}