CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4103
ObjectID: 4103
ID: 4103
Name: საგადასახადო დეპარტამენტი
FullName: საგადასახადო დეპარტამენტი
ComplexName:
Description: ოთხსართულიანი ნაგებობა თარიღდება მე-20 საუკუნის დასაწყისით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. შენობა წარმოადგენს რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმის ნიმუშს. თავდაპირველად იგი ორსართულიანი უნდა ყოფილიყო, რომელსა მოგვიანებით დაადგეს ბოლო ორი სართული. ამ ფაქტზე მეტყველებს მესამე და მეოთხე სართულების საერთო გადაწყვეტა. მთავარი ფასადის კომპოზიცია სიმეტრიული ხასიათისაა, რასაც ხაზს უსვამს ფასადის ცენტრში, სიმეტრიის ღერძზე გაჭრილი ორი ცენტრალური, თაღოვანი შესასვლელი და მის თავზე, მეორე სართულზე მოწყობილი ლითონის ჭედური აივანი (შესაძლებელია, შენობა თავდაპირველად შემოსავლიან სახლს წარმოადგენდა თავისი ორი, დამოუკიდებელი შესასვლელით). მთავარი ფასადი დაფარულია რუსტიკით. პირველი სართულის სარკმლები შემკულია პროფილირებული საპირეებით, ხოლო მეორე სართულის კარ-სარკმლებს ამკობს მცენარეული ორნამენტები და სამკუთხა თუ ნახევარწრიული ფრონტონები. ნაგებობის ზედა ორი სართული შედარებით სადად არის გადაწყვეტილი. სადარბაზოს ხის კარს შევყავართ ქვითა და მარმარილოთი მოპირკეთებულ ვესტიბიულში. ეზოში ყურადღებას იმსახურებს შუშაბანდები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4778
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იაშვილი პაოლოს ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;ადმინისტრაციული>>დეპარტამენტი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79676724
Y: 41.69285033