CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4101
ObjectID: 4101
ID: 4101
Name: სამრეკლო
FullName: სამრეკლო მთაწმინდის პლატო
ComplexName:
Description: დღევანდელი სამრეკლოს ადგილას იდგა 1817 წელს აგებული მცირე სამრეკლო და ორქანობიანი ნაგებობა, რომელთა ნაცვლად, XX ს-ის დასაწყისში აშენდა ფერისცვალების სახელობის სამლოცველო ფანჩატურიანი სამრეკლოთი. მძლავრ ცოკოლზე აღმართული, აგურით ნაშენი სამრეკლო დგას მამა დავითის ეკლესიის სამხრეთი ფასადის მიმდებარედ და მასთან ერთიან, ანსამბლურ მოცულობად წარმოჩინდება. ნაგებობა სიმაღლეში პროპორციულად ვიწროვდება. ქვედა ნაწილი მართკუთხაა, აღმოსავლეთით შვერილი მკლავი აქვს და დანაწევრებულია სხვადასხვა ქანობიანი ფრონტონული გადახურვებით. უფრო ვიწრო, მეორე სართული რვაწახნაგაა და შემოფარგლულია ასევე, ლავგარდანებით შემოყოლებული ფრონტონებით. რვაწახნაგაა ნახევარწრიული თაღებით გახსნილი ფანჩატურიც, რომელიც სრულდება კარვისებური, კონუსური გადახურვით. აგურის შეულესავი წყობის ფასადები მორთულია ლეკალო აგურით გამოყვანილი, სხადასხვა ფორმისა და ზომის თაღედებით და დასახსრულია თაღოვანი სარკმლებით. სამრეკლოს თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. თაღს აგურის წყობით გამოყვანილი ჯვარი აქვს, თავსართად. სამრეკლოში მეორე შესასვლელიც არის მოწყობილი მეორე სართულზე, სამხრეთი წახნაგის თაღოვან ღიობში. აქ ეზოდან ლითონის კიბეა დამონტაჟებული. სამლოცველოს პირველი სართულის შუა ნაწილი აფრების სისტემაზე გადაყვანილი, ნახევარცილინდრული კამარით არის შეკრული და ვითარდება სამი მკლავით. მკლავებს კამარები ხურავს. აღმოსავლეთ მკლავში ხის, მოხარატებული კანკელით გამოყოფილი საკურთხეველია მოწყობილი. ინტერიერი მთლიანად შელესილია და მოხატული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4669
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მთაწმინდის ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1891
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78904496
Y: 41.6957412