{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4100?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4100?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4100?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4100",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4100,
    "ID" : 4100,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ასათიანი ლადოს 27/მაჩაბელი ივანეს 17",
    "Description" : "პ-ს ფორმის გეგმარების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, აშენებულია 1908 წელს. ნაგებობა წარმოადგენს ფსევდომავრული ორიენტალიზმის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ ნიმუშს თბილისში. სახლის პროექტის ავტორია ღაზარ სარქსიანი (1874-1946). ნაგებობა მაღალი მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. ასათიანის ქუჩისკენ გახსნილი ფასადი უფრო ვრცელია და ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა აწყობილი. სახლი დგას  ცოკოლზე, რომელიც მცირედ რუსტირებულია. შენობის პირველი და მეორე სართული დაფერილია თეთრად, არქიტექტურული დეტალები კი ღიაყვითლადაა აქცენტირებული. ორივე სართულზე სარკმელთა ღიობებია ჩარიგებული. ქვემოთ თარაზული მარტივი ფორმის სარკმლებია, მეორე სართულზე სქლად მოჩარჩოებულ სარკმლებს მრუდწრეთარგიანი ზედანები აქვს სტილიზებული საჭექი ქვებით, სარკმელთა ზედანებზე სტილიზებულ კრონშტეინებიანი თარო სანდრიკებია შემომდგარი. აივნები აქ ქვისაა და მოპირკეთებულია ორნამენტული მორთულობებით. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია საფეხუროვანი \"ქამრებით\". მის ზემოთ კი სტანდარტული პარაპეტია, ნალესობით გამოყვანილი მართკუთხა სახეებით. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის ორქანობიანი საბურავით. სახლის მარჯვენა კუთხეზე აქცენტირებულია ნახევარწრიული მოცულობა, რომელიც დასრულებულია მრავალწახნაგა ერკერით. ნაგებობას ასათიანის მხრიდან მარცხენა კუთხეში აქვს ერთი სადარბაზო, მაჩაბლის ქუჩიდან კი დამატებით კიდევ სადარბაზოა, ხის მოხარატებული კარით. მთავარი სადარბაზო მავრულ სტილშია გადაწყვეტილი: სტუკოს სტალაქტიტებით, შეისრული თაღებითა და ფერადი ორნამენტებითაა გაფორმებული. ვესტიბიულის, პლაფონი პოლიქრომული ორნამენტებითაა მორთული. აქ შემორჩენილია ღუმლის ფრაგმენტები, როგორც ჩანს სადარბაზო თბებოდა მოჭიქულფილებიანი ღუმელით. სადარბაზოს მეორე სართულზე თაღნარი მოპირკეთებულია მარმარილოთი, ზედა სართულის ჭერზე კი მოწყობილია შუქფანარი, სადაც ფერადი ვიტრაჟი უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ დღეს, ვიტრაჟი დაკარგულია. მეორე სადარბაზო ლ.ასათიანის ქუჩიდანაა, სადარბაზო მორთულია მსგავსი დეკორატიული მოტივებით. სახლს, ასათიანის მხრიდან, მარჯვენა კუთხეში ეზოში შესასვლელი ნახევარწრიული ფორმის გვირაბია, ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3814",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მაჩაბელი ივანეს ქ./17.ასათიანი ლადოს ქ./27",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.799679329999996,
    "Y" : 41.689763120000002
  }
}