CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4099
ObjectID: 4099
ID: 4099
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ვაჩნაძე ნატოს 6
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული. ნ. ვაჩნაძის ქუჩისაკენ გამავალი სადა ფასადი ასიმეტრიულია. Mმას მარჯვენა მხრიდან მეორე სართულზე მოწყობილი შუშაბანდის გვერდითა წიბო, მის ქვეშ მოქცეული სადარბაზოს ფლიგელი და განცალკევებით მდგარი ჭიშკრის თაღი ერთვის. ორივე სართულზე სადა პილასტრებით შემოსაზღვრულ კომპოზიციას სარკმლების მწკრივები განსაზღვრავს. მეორე სართულზე, შუა ღერძიდან მარცხნივ აჟურული, გადახურული რკინის აივანია შეკიდული. გ. აბაშიძის ქუჩისკენ მიმართულ ფასადზე, განაპირა მხარეებზე, პილასტრებით რიზალიტის მსგავსი, სარკმლებ დართული კომპოზიციები მოინიშნება, რომელთა შორისაც სამ-სამი ფანჯარაა მოთავსებული. ორივე ფასადზე სარდაფის ღიობებია გაჭრილი. ნაგებობას სადა კარნიზი აბოლოებს, რომელიც სართულების გამმიჯნავი კარნიზის სურათს იმეორებს. აღწერილი ორსართულიანი შენობა ტრადიციული თბილისური შუშააბანდებისგან განსხვავებით თითქოს უფრო მკაცრია, რაც ნაგებობის სადა ფასადთან კავშირს ავლენს. ქუჩათა კუთხეში აღმართული შენობა მიმდებარე განაშენიანების საერთო სურათის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და კვარტლის სილუეტს კარგად განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4314
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვაჩნაძე ნატოს ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80181061
Y: 41.69645727