CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4095
ObjectID: 4095
ID: 4095
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი სახლი ქუჩათა კუთხეშია აგებული. მისი ფასადები ევროპულ ხუროთმოძღვრულ ფორმებს ექვემდებარება და ასიმეტრიულია. ზუბალაშვილების ქუჩისკენ, მას, პირველ სართულზე გაჭრილი დიდი ზომის ღიობები, მეორე სართულის სტანდარტული ფანჯრები და მარჯვენა კიდეზე მოთავსებული, ორი, ერთმანეთს მიბჯენილი, სარკმლითა და რკინის აჟურული ცხაურით შემკული კარი წარმოადგენს. კარებს ერთიანი, ორქანობა წინფრა ერთვის. მეორე სართულის სარკმლები, დორიული კაპიტელებით გაფორმებული, კანელურებიანი, მსხვილი პილასტრებით შემოსაზღვრულ არეებზეა დატანილი. ბესიკის ქუჩისკენ გამავალ ფასადს, ორივე სართულზე, თანმიმდევრულად ჩამწკრივებული ფანჯრები ანაწევრებს. პირველ სართულზე, მათ რიგს, დიდი ზომის ვიტრინა-ღიობიც ერთვის. ორივე სართულზე მოთავსებული ფანჯრების რიგს, აქეთ-იქიდან, პილასტრები კეტავს. პირველ სართულზე განლაგებული ნახევარსვეტები რუსტირებულია. ღიობები სადა საპირეებით არის შემოწერილი და პროფილირებული საჭექი ქვებით გაფორმებული. მათ ქვეშ კი თითო-თითო რუსტია დატანილი. რელიეფის დაქანების გამო, შენობას, მოცულობა ემატება, რომელშიც სარდაფში ჩასასვლელია მოქცეული. ნაგებობის კუთხე მოკვეთილია და წახნაგზე კარი და მის ზემოთ შეკიდული აჟურული, მსუბუქი მოაჯირით შემოსაზღვრული აივანია მოთავსებული. აივანს გვიანი გადახურვა ერთვის. სახლი მცირე ზომის ეზოს შემცველია, რომელთან ერთადაც ის თითქმის კვადრატულ მოხაზულობაში ეწერება. ეზოსკენ მიმართულ ფასადს, მეორე სართულზე მოთავსებული აივანი და გვიანი გადაკეთების შემდეგ სახეცვლილი შუშაბანდი წარმოადგენს. ნაგებობა, ერთი მხრიდან, ბეტონის კონსტრუქციით არის გამაგრებული. აღწერილი საცხოვრებელი სახლი ქუჩათა კუთხეს მიუყვება და შემოწერს, ერგება რელიეფს და კვარტლისა თუ მიმდებარე განაშენიანების მოკრძალებულ მასშტაბსა და მხატვრულ სახეს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5205
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები ზუბალაშვილების ქ./21.ბესიკის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79574664
Y: 41.69826774