CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4094
ObjectID: 4094
ID: 4094
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ამაღლების 1/პაოლო იაშვილის 21
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის, საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. გააჩნია მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. შენობა 3 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს სიმეტრიული რუსული პ-სებრი ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით.
შენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. ორივე ქუჩის მხარეს გამავალი ფასადის კომპოზიციური გადაწყვეტა სიმეტრიულია, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და წარმოადგენს ღიობების რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით. ამაღლების ქუჩის მხარეს გამავალი ფასადის ძირითადი არქიტექტურულ-კომპოზიციური ელემენტი არის მეორე სართულის ორი შეწყვილებული სარკმელი შუაში იმპოსტიანი და კანელურებიანი სვეტით, რომლებიც თაღოვანი არქივოლტით არის გამოყოფილი ფასადის ძირითადი სიბრტყისაგან. მის ქვეშ განთავსებულია სადარბაზოში შესასვლელი ორი ერთნაირი ხის კარი, ერთმანეთისაგან და ფასადის ძირითადი სიბრტყისაგან დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტირებული პილასტრებით გამოყოფილი. სახლს ასევე აქვს ერთი ლითონის აივანი აჟურული მოაჯირით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიც არის პროფილირებული კარნიზები, სანდრიკები, დეკორატიული საჭექი ქვები, ღიობების პროფილირებული საპირეები, დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტები და ფრონტონი.
შენობის სამი სადარბაზოდან მხოლოდ ორში მოხერხდა შესვლა. მათი დათვალიერებისას აღსანიშნავია ხის დეკორირებული კარები და ხის კიბე. სადარბაზოების ინტერიერები შელესილი და შეღებილია.
საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს ფასადები ხის გალერეისებრი შუშაბანდებით არის წარმოდგენილი. მათი ნაწილი ამოშენებულია და გაკრულია ლითონის კორუგირებული ფურცლები. შიდა ეზოში მოხვედრა შესაძლებელია, როგორც შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელის გავლით, ასევე სადარბაზოდან. ეზო დაფარულია ასფალტის საფარით.
სახლის მრავალთაღოვანი სარდაფი აგურის წყობის კედლებით არის ამოყვანილი, მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 3 მ-ია და ჩასვლა შესაძლებელია ეზოს მხრიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3748
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იაშვილი პაოლოს ქ./21.ამაღლების ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79704194
Y: 41.69056062