CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4093
ObjectID: 4093
ID: 4093
Name: შერეული ფუნქციის შენობა
FullName: შერეული ფუნქციის შენობა
ComplexName:
Description: ოთხ ქუჩას შორის აღმართული ნაგებობა კვარტლის დიდ ნაწილს მოიცავს. ექსტერიერი ევროპული ხუროთმოძღვრული ფორმებით არის შემკული. Mსახლს მაღალი მანსარდა მოგვიანებით აქვს დაშენებული. ფასადებს შორის ერთ-ერთი მთავარი, ორბელიანის მოედნისკენ არის მიმართული. ის სიმეტრიულია და კიდეებში მოთავსებული, მაღალი სახურავით დაგვირგვინებული, კოშკისებრი მოცულობებით განისაზღვრება, რომლის ოთხივე კუთხე შპილებით არის მონიშნული. კოშკის ტანზე, ორივე მხარეს, ბალუსტრადით შემოსაზღვრული მასიური აივანი და მის თავზე რკინის ცხაურით შემოწერილი დამატებითი აივნებია დატანილი. ამ უკანასკნელს პროპორციულად შედარებით დიდი ზომის თაღიანი სარკმელ ერთვის. კომპოზიციის ცენტრში, მძლავრ კონსოლებზე დაყრდნობილი ერთსართულიანი ერკერია მოთავსებული, რომლის აქეთ-იქიდან და მის სახურავზე, ბალუსტრადიანი აივნებია გამართული. აქვეა შეკიდული რკინის აივნებიც. ერკერის ორსავ მხარეს, მეორე სართულზე, დიდი ზომის, მესამეზე კი შეწყვილებული ღიობები, შპილებით დაბოლოებულ პილასტრებს შორის არის მოქცეული. შპილების მწკრივი კომპოზიციას რიტმულს ხდის. პირველ სართულზე დიდი ზომის ვიტრინა-ფანჯრებია დატანილი. ნ. ვაჩნაძის ქუჩისკენ მიმართული ფასადი თანმიმდევრულად განლაგებული შპილიანი პილასტრებითა და ღიობებით არის დანაწევრებული. აქვეა მოქცეული ეზოს გვირაბი. პუშკინის ქუჩის მხარეს ანალოგიური სამკაულით წარმოდგენილ ფასადზე მაღალი თაღით გაფორმებული რიზალიტია მონიშნული. თაღი, რიზალიტის დამაგვირგვინებელ ფრონტონში ნაწილობრივ იჭრება და მასში ღიობებია დატანილი. პირველი სართულის ვიტრინა-ფანჯარას მეორე სართულის, პილასტრებს შორის მოქცეული რკალური ღიობი ერთვის, რომელიც რკინის მოაჯირით შემოსაზღვრულ აივანზე გამოდის. მესამე სართულის კომპოზიციას სამი ვიწრო სარკმელი წარმოადგენს, მათ კი ზემოდან აივანდართული ღიობი ერთვის. რიზალიტს ლომის თავის ორი ჰორელიეფური გამოსახულება ამკობს. შენობა შეულესავი აგურის კედლებით წარმოდგენილ ეზო-ჭას შეიცავს, რომელიც სამი მხრიდან აღწერილი ნაგებობის ფლიგელებით არის შემოსაზღვრული. ცალ მხარეს ის ოვალურ ფორმას ქმნის. პუშკინის ქუჩიკენ მიმართულ ფასადზე მოქცეული რიზალიტის სილუეტი ეზოსკენაც გამოიკვეთება. მის ორსავ მხარეს სარკმლებია განლაგებული, მათ შორისაა სადარბაზოს ფლიგელის ვერტიკალური ფანჯრები. აღწერილი მსხვილმასშტაბიანი ნაგებობის ფასადი გოთური არქიტექტურის იერის მატარებელია, რაც მისი ფრიზებით, შპილებითა თუ სხვა დეტალებით კარგად ჩანს. კომპოზიცია გააზრებულად არის გადაწყვეტილი, რაც მას გაწონასწორებულსა და მყარს ხდის. ნაგებობის მხატვრულ ღირებულებასთან ერთად მის მნიშვნელობას, ერთი-ორად ზრდის უაივნო ეზო, რომელიც მას თბილისური ,,ორსახოვანი" სახლებისგან გამოარჩევს და ქალაქში არსებულ მსგავსი ხერხით აგებულ სულ რამდენიმე ნაგებობასთან აახლოებს. აღნიშნული ნაგებობა, როგორც მის უკან მდებარე მცირემასშტაბიან კვარტალში, ისე რ. თაბუკაშვილის ქუჩაზე დომინანტია. ის ვაჩნაძის დაღმართის მიმყოლად განლაგებულ სახლებს აბოლოებს და მათ, ე. ი. ქუჩის საერთო სურათს კრავს. გარშემო მდებარე, ქუჩებითან ერთად ის ორბელიანის მოედნის სილუეტს, მასშტაბსა და მხატვრულ სახესაც განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4801
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვაჩნაძე ნატოს ქ./9.პუშკინის ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1910
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80271103
Y: 41.69635976