ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4091
ObjectID: 4091
ID: 4091
Name: სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი
FullName: სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი
Description: უნივერსიტეტის I კორპუსი 1900-1906 წელს აშენდა არქიტექტორ ს. კლდიაშვილის მიერ. განეკუთვნება გეგმარებით ტიპს დახურული ეზოთი. შენობა სამსართულიანია. ისტორიულ განაშენიანებაში მას უთუოდ დომინატის როლი აკისრია. შენობა ნაგებია აგურით, დეკორატიულადაა შელესილი და შეღებილია. ყველა ფასადი რუსტიკის ტექნიკითაა ნალესი. ნაგებობა კლასიციზმის ნიშნებს ატარებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია მთავარ ფასადზე არსებული პორტიკი, რომელიც ოთხი მაღალი, მრგვალი სვეტისაგან შედგება, სვეტებს იონური სვეტისთავები აქვს. იონური კაპიტელები აქვს გვერდითა ფასადების პილასტრებსაც. პორტიკისკენ, სადაც სამი მათავარი შესასვლელია განათავსებული, ფართო კიბეები მიემართება, რომლის ორსავ მხარეს განიერი პანდუსი ეშვება. კიბის ამგვარი გადაწყვეტა საზეიმო ელფერს სძენს ნაგებობას. სიმეტიულად განლაგებული რამდენიმე ათეული სარკმელი მართკუთხა ფორმისაა და ძალზე სადად არის დეკორირებული. მთავარი ფასადის მხრიდან, პორტიკის მიღმა ნაგებობას სამი შესასვლელი აქვს. სამივე კარი ერთნაირია, მასიური ხის, ორნამენტებით შემკული. თითოეულს სანდრიკი და ორნამენტული საპირეები აქვს. ინტერიერში, სადღესასწაულო ვესტიბულში აღსანიშნავია შეწყვილებული სვეტები, დეკორატიული ქვის იატაკი და ქვის კიბე ჭვირული ლითონის მოაჯირებით. ნაგებობას, პორტიკის გასწვრივ მცირე ზომის გუმბათი ადგას. შენობის სახურავს ცენტრალურ ნაწილში ბალუსტრადა განასრულებს. ასეთივე მოაჯირი აქვს ვერანდას შიდა ეზოში. ნაგებობა მაღალმხატვრული ღირებულების მატარებელია. შენობას საკმად კარგად აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი სახე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5313
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭავჭავაძე ილიას გამზ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1906
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>უმაღლესი სასწავლებელი;მემორიალური >>მოვლენასთან დაკავშირებული;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>უმაღლესი სასწავლებელი;მემორიალური >>მოვლენასთან დაკავშირებული;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური,მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული
Accuracy: სწორია
X: 44.77843299
Y: 41.70994876