CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4088
ObjectID: 4088
ID: 4088
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ქიქოძე გერონტის 10
ComplexName:
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას ძველი თბილისის უბანში. აშენებულია XIX საუკუნის ბოლოს. მისი ფასადი ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა აწყობილი. სახლი დგას ცოკოლის გარეშე და ღიავარდისფრადაა დაფერილი. ნაგებობის პირველი სართული რუსტირებულია და დაფერილი თეთრად, არქიტექტურული დეტალები კი მუქი ფერის ქვითაა აქვენტირებული. მეორე და მესამე სართულთა ფასადი შელესილია, სარკმლებს შორის სივრცეები კი შევსებულია განაპირა რუსტირებული ფართო პილასტრებითა და მაღალი კრონშტეინებით. სვეტის თავი დასრულებულია დორიული ორდენით, რომელზეც მცენარეული მოტივებია გამოსახული. ნაგებობის ზედა სართულებზე რთულპროფილიანი სარკმლებია ჩამწკრივებული, რომლებიც თარო სანდრიკებითაა გაფორმებული. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორნამენტული სარტყლით. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის ორქანობიანი საბურავით. შენობის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილია სადარბაზო, მოხარატებული ხის კარითა და წინფარით. სადარბაზოს ვესტიბიული სახეცვლილია: კედლები გაფორმებულია დეკორატიული თაღნარით და პილასტრებით, რომლებიც უხარისხოდაა შეღებილი. ვესტიბიულის ჭერი მოხატულია რომანტიკული ხასიათის მცირე ზომის პეიზაჟებით. სამწუხაროდ, ვესტიბიულის ჭერი ძლიერ დაზიანებულია, რის გამოც მხატვრობა ნადგურდება. სახლის განაპირას, მარჯვენა კუთხეშო ნახევარწრიული ფორმის გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. ეზოში სესასვლელ თაღოვან გვირაბში მოწყობილია შეკიდული საცხოვრებელი მოცულობა. ეს მოცულობა იმეორებს თაღოვანი გვირაბების ოვალს და წინა მხრიდან გახსნილია ასევე თაღოვანი სარკმლით. ამ კონსტრუქციას თითქმის აღარაქვს შემორჩენილი თავდაპირველი იერი. ეზოს მხრიდან სახლი სახეცვლილია, მრავლად შეინისნება უხარისხოდ შესრულებული მინაშენები. სახლის პირველ და მეორე სართულზე ნაწილობრივ შემორჩენილია თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ხის მოხარატებული ღია აივნის სისტემა, თუმცა უმეტესობა შემინულია და დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. ეზოს მხრიდან სახლს აქვს პატარა ბაღი, რომელიც ეზოსგან გამიჯნულია ლოთონის ღობით. ბარში მოსახვედრად ეზოშივეა გაჭრილი პატარა ლითონის კარი. აღსანიშნავია ეზოში შემორჩენილი წრიული ფორმის ლითონის კიბის უჯრედი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5024
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქიქოძე გერონტის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79877146
Y: 41.69058058