ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4086
ObjectID: 4086
ID: 4086
Name: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი
FullName: ბიბლიოთეკა
Description: შენობა აშენდა 1913–1916 წლებში არქიტექტორ ა. კალგინისა და მხატვარ ჰ. ჰრინევსკის პროექტით. ნაგებობა წარმოადგენს ახალი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთ პირველ ნიმუშს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში. შენობას კვარტლის დიდი ნაწილი უჭირავს, ის მოქცეულია სამ ქუჩას შორის; შენობის მთავარი ფასადი ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე გამოდის, გვერდითა ფასადი ნ. ვაჩნაძის ქუჩაზე, ხოლო მოკლე, უკანა ფასადი გრ. აბაშიძის ქუჩაზე გადის. კორპუსს მარცხენა მხარეს მიდგმული აქვს ბიბლიოთეკის II კორპუსი (ყოფილი ვოლგა–კამის ბანკის განყოფილება), აშენებული 1915 წელს არქიტექტორ გ. კოსიაკოვის მიერ. შენობის ფასადთაგან თავისი მაღალი მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა გუდიაშვილისა და ვაჩნაძის ქუჩებზე გამომავალი ფასადები. ისინი უხვადაა შემკული შუა საუკუნეების რეპერტუარიდან აღებული მოტივებით. შენობა გეგმის მხრივ შედგება ორი პერპენდიკულარულად განლაგებული, ქუჩის გასწვრივ განვითარებული სტრუქტურისაგან. შენობა წარმოადგენს ცოკოლის სართულზე დაფუძნებულ ორსართულიან ნაგებობას (რიგ ნაწილში შენობას მესამე სართულიც აქვს), რომლის გუდიაშვილისა და ვაჩნაძის ქუჩათა კვეთაზე არსებული კუთხე ოთხსართულიანი ქონგურებიანი კოშკითაა დასრულებული. შენობაში შესასვლელი ცენტრალური კარი გაჭრილია გუდიაშვილის ქუჩის მხრიდან, საითკენაც გალერეის ჭრილში მოქცეული, ორი მხრიდან ამომავალი კიბე აუყვება. შენობას აქვს სარდაფი. გუდიაშვილისა და ვაჩნაძის ქუჩებისკენ მიმართული ფასადები ქუჩის მხარეს მძლავრ წრიულ სვეტებზე დაყრდნობილი თაღნარიანი გალერეით გამოდის, რომლის ჭერიც ჰ. ჰრინევსკის მიერაა მოხატული. გუდიაშვილის ქუჩის მხარეს მოწყობილი შესასვლელის კიდეში შოთა რუსთაველის ქანდაკებაა აღმართული. ღიობები ძირითადად თაღოვანია, არის ასევე მართკუთხა ღიობებიც. თაღოვანი ღიობები, რომლებიც გუდიაშვილის ქუჩისკენ გამოდის შემინულია და აქვს ხის დეკორატიული ალათები (ხის დეკორატიული ელემენტები შექმნილია ილია მამაცაშვილის მიერ). შენობა მოპირკეთებულია თეთრი ფერის, კარგად თლილი ქვით. ფასადებზე ორნამენტული დეკორი ძირითადად კონცენტრირებულია ღობების გარშემო, სვეტისთავებზე და კარნიზზე. შენობის ფასადის დეკორი შესრულებულია ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეების მიერ. შენობის დეკორისათვის გამოყენებულია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების რეპერტუარიდან აღებული მოტივები. აქ ვხვდებით შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებულ რომბების მოტივს, გრეხილ ლილვებს, ვარდულებს, ასევე შეწყვილებულ ფანჯრებს, რომელთაც ფართო ორნამენტული მოჩარჩოება აქვთ; აქვე, შეწყვილებული სარკმლების ზემოთ ვხვდებით ომეგას ტიპის უხვად ორნამენტირებულ თავსართებს. ორნამენტების რეპერტუარი შედგება როგორც მცენარეული ასევე გეომეტრიული სახეებისგან; აქ უხვადაა გამოყენებული ვაზის მოტივი. გარდა ამისა, კაპიტელების შემკულობაში ჩართულია ჩიტების გამოსახულებებიც. შენობაზე გამოყენებული ზოგიერთი ორნამენტული სახეები და მხატვრული გადაწყვეტა მოგვაგონებს X საუკუნის ოშკის ტაძრის ორნამენტულ შემკულობას. მათგან აღსანიშნავია ნ. ვაჩნაძის ქუჩაზე გამომავალი ფასადის შეწყვილებული სარკმლების ზემოთ გამოკვეთილ „სვეტზე“ მეფე დავით აღმაშენებლის მკერდამდე გამოსახულება, რომელიც ასოციაციას იწვევს ოშკის ტაძრის დასავლეთ ფასადზე, შეწყვილებული სარკმლების ზემოთ სვეტზე გამოსახულ წმ. სვიმეონ მესვეტესთან. ამ ორ ფასადთაგან ბევრად უფრო სადაა გრ. აბაშიძის ქუჩისკენ გამავალი ფასადი. აქაც კედელი დანაწევრებულია თაღოვანი და მართკუთხა ღიობებით (მათ შორისაა შეწყვილებული სარკმლებიც), თუმცა ამ შემთხვევაში ორნამენტის გარეშე. ორნამენტი მხოლოდ კარნიზს შემოუყვება, რომელიც კვლავ შუა საუკუნეების რეპერტუარიდანაა აღებული. გუდიაშვილის ქუჩიდან შესული მნახველი ხვდება მრგვალ სვეტებზე გადაყვანილ კამაროვანი ჭერის მქონე შესასვლელში. სვეტები გამშვენებულია ფანტასტიკური არსებების (მათ შორის ლომის თავებიცაა) მქონე კაპიტელებით. ეს სივრცე სრულადაა მოხატული მცენარეული ორნამენტების მოტივით. ამ სივრციდან, მარჯვნივ ადის მარმარილოს კიბე მეორე სართულზე, მარმარილოსავე მოაჯირებით; მარცხნივ განვითარებულია ოთახების რიგი, ხოლო მის პირდაპირ არის შენობის ერთ–ერთი ულამაზესი ოთახი, ბანკის ყოფილი დიდი საოპერაციო დარბაზი. ეს დარბაზი გეგმაში ბაზილიკური სახისაა, სადაც სივრცე დანაწევრებულია ორი წყვილი მარმარილოს სვეტით სამ ნავად. ცენტრალური, მაღალი ნავი გადახურულია კესონებიანი კამარით, გვერდითა სათავსებს კი ბრტყელი ჭერი აქვთ. მეორე სართულზე ამავალი მარმარილოს კიბის მოაჯირი ასევე მარმარილოსია, რომლის მოაჯირის დეკორიც შედგება შუა საუკუნეების ქართული სტილიზებული ორნამენტული სახეებისგან. კიბის უჯრედი ასევე სრულადაა მოხატული მცენარეული მოტივებით. ამ ნაწილში გათბობის რადიატორის ფარზე, რომელიც თაბაშირისგანაა შესრულებული და შემდგომ ოქროსფერი ბრონზით დაფარული ლომისა და გველის შერკინების სცენაა გამოსახული, ის თაბაშირისავე ორნამენტულ მოჩარჩოებაშია ჩაწერილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4095
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვაჩნაძე ნატოს ქ./4.გუდიაშვილი ლადოს ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1913-1916
InitialFunction: კულტურა>>ბიბლიოთეკა;
CurrentFunction: კულტურა>>ბიბლიოთეკა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80131856
Y: 41.696364