ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4080
ObjectID: 4080
ID: 4080
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი, მასშტაბური საცხოვრებელი სახლის პ. ინგოროყვას ქუჩისაკენ გამავალი სიმეტრიული ფასადი რეპრეზენტატულია. მის ცენტრში, რუსტებისა და დაღარული ზედაპირის მქონე მართკუთხედების მონაცვლეობით წარმოქმნილი პილასტრებით, განიერი რიზალიტი გამოიყოფა. მის ყველა სართულზე სამ-სამი ღიობია გაჭრილი. რიზალიტის შუა ღერძზე სადარბაზოს ღრმაწირთხლებიანი ღიობია მოქცეული, რომელშიც ორფრთიანი ხის ორნამენტირებული, გვიანი რკინის ცხაურებით შემკული კარია ჩამოკიდებული. კარს ვოლუტები და მათზე ჩამოკიდებული გირლანდების ერთიანი კომპოზიციები ამკობს. კარის თავზე, ორივე სართულზე, რკინის ორნამენტირებული მოაჯირით შემოსაზღვრული აივნებია მოწყობილი. რიზალიტის აღწერილი კომპოზიცია შენობის ცენტრს გამოკვეთს. რიზალიტებია ფასადის ორივე განაპირა მხარესაც, რომლებზეც ყველა სართულზე თითო-თითო ღიობია მოქცეული. ზედა ორ სართულზე აივნებია გამართული. სამივე რიზალიტს ატიკები აბოლოებს. სართულებს შორის გავლებული კარნიზები საფასადე კომპოზიციას სამ ჰორიზონტალურ ნაწილად ანაწევრებს. აქედან ყველაზე გამორჩეული მეორე სართულის არეა, რომელზეც ხუროთმოძღვრული დეტალები უხვად არის დატანილი. ამასთან ერთად, ის, სხვა სართულებთან შედარებით უფრო მასშტაბურიც არის. მთლიანი ფასადი რუსტირებულია. პირველ სართულზე, სარკმლები უბრალო საპირეებით არის შემოსაზღვრული. მეორე სართულის ფანჯრების ნაწილს ტიმპანიანი სარკმლისათვის დამახასიათებელი ევროპულად გადაწყვეტილი ფორმის დეტალი ამკობს. ის შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ელემენტს, სარკმლის შემამკობელ წარბსაც მოგვაგონებს, მისგან განსხვავებით, შენობის ფასადზე გამოყენებული აღნიშნული დეტალი მსხვილი, მასიური და დაღარულია. ფასადზე განთავსებული სხვა სარკმლების მორთულობა მხოლოდ დეკორატიულ საჭექ ქვებზე დაყრდნობილი კლასიცისტური თაროებს სჯერდება. მესამე სართულის დეკორის დიდი ნაწილი დაზიანებულია. შენობის გვერდითა, მომიჯნავე სახლისკენ გამავალი კედელი შეულესავი აგურისაა. კედელში, ყველა სართულზე, სარკმლების თანმიმდევრული რიგებია გამწკრივებული. ვ. კოტეტიშვილის ქუჩისაკენ მიმართული ფასადი მთავარ ფასადთან შედარებით სადაა. მის მოსართავად მხოლოდ კარნიზები და დეკორატიული საჭექი ქვებია გამოყენებული. აღნიშნულ მხარეს სარდაფის ფანჯრებიც ჩნდება. სარკმლების რიგები ფასადს რიტმულსა და გაწონასწორებულს ხდის. ნაგებობას უკანა მხრიდან არასწორხაზოვანი ეზო ერთვის. მას შეულესავი აგურის, რკინის ცხაურებით გაფორმებული გალავანი შემოსაზღვრავს, რომელშიც რკინის ჭიშკარია მოთავსებული. გალავანი ვ. კოტეტიშვილის ირიბად დაგეგმარებულ ქუჩას მიუყვება, ეზოს არასწორხაზოვანი გეგმაც ამით აიხსნება. ნაგებობა ეზოს ორი მხრიდან ერთვის. ეზოს განაპირა ნაწილში, ძირითადი შენობისკენ კუთხით, გვიანი, ერთსართულიანი ნაგებობა დგას. მთავარ შენობას ეზოს მხრიდან ერთი სართული ემატება. ამ მხარეს მიმართული ფასადი პირველ სართულზე შუშაბანდებს წარმოადგენს, ზედა სართულებზე კი ხის ჭვირულმოაჯირიანი აივნებია გამართული, რომლებიც შენობას მიუყვება. მოგვიანო, სხვადასხვა გადაკეთებების შედეგად, ეზოს თავდაპირველი იერსახე დაკარგული აქვს. აღსანიშნავია სადარბაზო, რომელსაც ჭადრაკისებურად განაწილებული შავ-თეთრი ფილებით მოპირკეთებული იატაკი აქვს. შუაში მოქცეულია ორნამენტირებული, ცენტრული კომპოზიციის სურათი, რომელიც სხვადასხვა ფერის ფილებით არის შექმნილი. სადარბაზოს კედლებსა და ჭერზე შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები - მოდერნის სტილის მცენარეული გამოსახულებები. სადარბაზოში მოწყობილ ქვის კიბეებს რკინის ორნამენტირებული ცხაურები მიუყვება. ეს ყველაფერი სადარბაზოს რეპრეზენტატულს ხდის. კომპოზიციური განაწილება და დეკორი, პ. ინგოროყვას ქუჩისაკენ გამავალ ფასადს სხვა დანარჩენისაგან გამოარჩევს. რითიც ხაზგასმულია შენობის ცენტრალური და ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, საიდანაც ნაგებობაში შესვლაა შესაძლებელი. აღნიშნულ პომპეზურობას ზემოთ აღწერილი რეპრეზენტატული სადარბაზო ინტერიერში აგრძელებს. შენობა ეკლექტურია, რასაც ქუჩის მხარეს, ფასადზე გამოყენებულ ევროპულ ხუროთმოძღვრულ ელემენტებთან ერთად, მათ შორის შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ელემენტი, სარკმლის წარბიც გვხვდება, სადარბაზოს მოდერნის სტილის მხატვრობა და ეზოსკენ გამავალი თბილისური აივნები ერთად ქმნის. აღწერილი საცხოვრებელი სახლი მიმდებარე განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის პ. ინგოროყვას ქუჩაზე მდგარ მასშტაბურ და პომპეზურ ნაგებობებსა და ვ. კოტეტიშვილის ქუჩის მიმდებარე განაშენიანებაში არსებულ მოკრძალებული მასშტაბისა და უბრალო ფასადების მქონე შენობებს შორის ერთგვარ საზღვარს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4444
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ინგოროყვა პავლეს ქ./25.კოტეტიშვილი ვახტანგის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7956717
Y: 41.69661374