{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4079?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4079?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4079?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4079",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4079,
    "ID" : 4079,
    "Name" : "უშიშროების სამინისტრო",
    "FullName" : "უშიშროების სამინისტრო",
    "Description" : "9 აპრილის ქუჩის მიმყოლად განლაგებული ხუთსართულიანი ქვის ცოკოლზე შემდგარი შენობის ფასადი ასიმეტრიულია. შენობა პ. ინგოროყვას ქუჩის მხარეს მრგვალი შვერილით ბოლოვდება, რომელიც მხოლოდ ორ სართულს იკავებს, მის თავზე კი ნახევარწრიული გეგმარების ტერასაა მოქცეული. შენობის აღნიშნულ ნაწილში ნაგებობის გვერდითა სწორკუთხოვანი კიდე ერთვის. ის მაღალი და ვიწროა და შენობას კოშკურასავით ერთვის, რომელიც სამი მხრიდან გარშემოტყმულია რკინის უბრალო მოაჯირით შემოსაზღვრული აივნით. მისი მაღალი კედელი კი ერთიანი ვიწრო სარკმლით არის შუაზე გაყოფილი. შენობის აღწერილი ნაწილი შედარებით დაბალი მთლიან კუთხეზე მოქცეული ტერასისებრი აივნებით არის წარმოდგენილი, რომლის ერთი მხარე 9 აპრილის ქუჩაზე გადის და ფასადს მარჯვენა მხრიდან კრავს. მის საპირისპიროდ, ფასადის მარცხენა მხარესაც მოქცეულია ასევე რკინის მოაჯირით შემოსაზღვრული აივნები, რომელიც კომპოზიციას მარცხნიდან კრავს. 9 აპრილის ქუჩის პარალელურად განლაგებულ შენობის ფლიგელს ეზოს მხრიდან პერპენდიკულარული ფლიგელი ერთვის. შენობის ექსტერიერი ხუროთმოძღვრული სამკაულებით თითქმის შეუკობელია. ფასადები დიდი ზომის ღიობებით და აივნებით არის დანაწევრებული. 9 აპრილის ქუჩისკენ მიმართული ფასადის შუა ღერძიდან მარჯვნივ დიდი ზომის კარის ღიობია გაჭრილი, რომელშიც მრავალფრთიანი ხის, მაღალი ფანჯრებით შემკული კარებია მოქცეული. მის თავზე მეორე და მესამე სართულებზე ღიობის სიგანის კუთხეებმომრგვალებული აივანია, რომელიც კედლის მოაჯირით არის შემოსაზღვრული. როგორც აივნის, ასევე მის ზედა სართულებზე განლაგებული ერთიანი დიდი ზომის ფანჯრებია დატანილი. მის ორსავ მხარეს არათანაბარი რაოდენობის, შედარებით მომცრო ზომის სარკმლები თანმიმდევრულად არის განაწილებული. ეზოსკენ მიმართული ფასადის გადაწყვეტაც სხვა ფასადების ანალოგიურია და ისიც თანაბარი ზომის სარკმლებით რიტმულად არის დანაწევრებული. ფლიგელების შეერთების კუთხეში მოქცეულია ნაგებობის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ვერტიკალურად განლაგებული ერთიანი დიდი სარკმლით არის შემკული. სართულებს ერთმანეთისაგან უბრალო კარნიზი გამოყოფს. აღწერილი შენობა კონსტრუქტივისტულ სტილს ექვემდებარება და თბილისის ხუროთმოძღვრებისათვის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. დღეისათვის მიმდებარე განაშენიანებაში არსებულ ნაგებობებს შორის ის დომინანტი უკვე აღარ არის, თუმცა მასშტაბურობით მაინც თვალშისაცემია.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5129",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "9 აპრილის ქ./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1930",
    "InitialFunction" : "ადმინისტრაციული\u003e\u003eსამინისტრო;",
    "CurrentFunction" : "ადმინისტრაციული\u003e\u003eსამინისტრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796879179999998,
    "Y" : 41.695498450000002
  }
}