CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4078
ObjectID: 4078
ID: 4078
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დგას ძველი თბილისის უბანში. სახლი სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში. ნაგებობის ფასადი ცენტრალურ-სიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. ნაგებობა სტრუქტურულად კარგად გამართული და მორთული ფასადის მქონე, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც გაწყობილია ფსევდორენესანსული ელემენტებით. სტრუქტურულად შენობა ჩართულია ქუჩის პერიმეტრის მწკრივულ განაშენიანებაში. შენობა ტიპურია ამ უბნის სხვა ნაგებობებს შორის. სახლი დგას მძლავრ ცოკოლზე. ზევით შეკრულია რთულპროფილიანი ლავგარდანის სისტემით. შენობის კედლები დაფერილია მუქვარდისფრად, ცოკოლის სართული კი რუხი ქვით არის აქცენტირებული. ზედა ორ სართულზე სანდრიკებიან სარკმელთა რიგებია. სახლის სამივე სართული რუსტირებულია. სახლის პირველი სართულის პერიმეტრზე თარაზული მარტივი ფორმის სარკმლები მიუყვება, მეორე სართულზე კი სარკმლის თაღები ნახევარწრიული მოყვანილობისაა და დასრულებულია ორნამენტული არშიებით. საცხოვრებელი სახლის სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორნამენტული სარტყლით. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე შემორჩენილია ლითონის, ჭვირულ მოაჯირიანი აივნები. სახლის ორივე მხარეს ფასადი დასრულებულია ფრონტონით. სახლი გადახურულია თუნუქის საბურავით. ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილია სადარბაზო, ხის მოხარატებული ტიმპანიანი კარით. სადარბაზოს ვესტიბიული სახეცვლილია, იგი მთლიანად, ახლიდანაა შელესილი და დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. სახლის მარცხენა მხარეს, კუთხეში ეზოში შესასვლელი ჭიშკარია. ეზოს მხირდან სახლს დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. აქ მრავლად გვხვდება შეუსაბამო მინაშენები. მცირედითაა შემორჩენილი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ხის მოხარატებული აივნები. უმეტესობა ასეთი აივნების შემინულია და დამატებით საცხოვრებელ მოცულობადაა გამოყენებული. სახლის, ცოკოლის სართულზე, დღეს კომერციული დანიშნულების მოცულობებია მოწყობილი, რაც ნაგებობისთვის შეუსაბამოა და უკარგავს ღირებულ მნიშვნელობას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3820
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს ქ./30
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80143616
Y: 41.68945118