CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4077
ObjectID: 4077
ID: 4077
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აღრიცხულია ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობად. წარმოადგენს საინტერესო გეგმარების მქონე, XIX-XX სს-ის მიჯნის შენობას, საფასადო გაფორმების ფსევდოკლასიცისტური Eელემენტებით. ნაგებობა დგას მაღალ ცოკოლზე. სახლი დაფერილია ღიამწვანისფრად, არქიტექტურული დეტალები კი თეთრ ფერშია აქცენტირებული. სარდაფის პერიმეტრი მთლიანად იმეორებს ნაგებობის აბრისს. მისი გეგმარება ძირითადად ზედა სართულების მსგავსია. ქუჩის მხარეს სარდაფის სართული თითქმის მთლიანად ტროტუარის დაბლა არის მოქცეული. დღეს, სარდაფის სართულში მოწყობილია დამატებითი სხვადასხვა დანიშნულების კომერციული სათავსოები. პირველი სართულზე თარაზული ფორმის სარკმელთა რიგია. ღიობები მოჩარჩოებულია მარტივი ფორმის ორნამენტით, რომლის თავსართები მცენარეული ორნამენტითაა გაფორმებული. მეორე სართულზე ნახევარწრიული ფორმის სარკმლებია. ფასადი შელესილია. სარკმლების, მცენარეული ორნამენტით გაფორმებული სარტყელი მიუყვება. Nნაგებობა დასრულებულია თაროკარნიზით, რომელსაც ძირზე დაუყვება რელიეფური ფრიზი. Nნაგებობის ცენტრში, ლითონის ჭვირულ მოაჯირიანი გრძელი აივანია. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის ორქანობიანი საბურავით. მარჯვენა ფლიგელში, ნაწილში მოწყობილია სადარბაზო, ხის მოხარატებული ტიმპანიანი კარით. სადარბაზოს ვესტიბიული სახეცვლილია, იგი მთლიანად, ახლიდანაა შელესილი და დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. სახლის კუთხეში მარჯვენა მხარესვეა გაჭრილი ეზოში შესასვლელი გვირაბი ცხაურიანი ჭიშკრით. ეზოს მხირდან სახლს დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. აქ მრავლად გვხვდება შეუსაბამო მინაშენები. მცირედითაა შემორჩენილი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ხის მოხარატებული აივნები. უმეტესობა ასეთი აივნების შემინულია და დამატებით საცხოვრებელ მოცულობადაა გამოყენებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3828
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს ქ./40
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 საუკუნემდე ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79993724
Y: 41.68941531