CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4076
ObjectID: 4076
ID: 4076
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აგურით ნაშენი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას ძველი თბილისის ისტორიულ უბანში – სოლოლაკში. სახლი სტუქტურულად გამართული, მორთული ფასადის მქონე ნაგებობაა, რომელიც კარგად აღიქმება ქუჩის მწკრივულ განაშენიანებაში. სახლი დგას დაბალ ცოკოლზე. ნაგებობის პირველი სართული რუხი ქვითაა მოპირკეთებული. ზედა სართულებზე ნალესობა ჩამოცვენილია. პიველ სართულზე ფასადის მთელ პერიმეტრზე ნახევარწრიული თაღნარია. თარნარში შეწყვილებული სარკმლებია. პირველი სართული ზედა სართულისგან გამიჯნულია თხელი ორნამენტული სარტყლით. მეორე სართულზე, ფასადის ცენტრში, ნახევარწრიული ფორმის შეწყვილებული სარკმლებია, გაფორმებული თარო სანდრიკებითა და არქივოლტებით. მესამე სართულზე მარტივი, თარაზული სარკმლებია. ნაგებობა დასრულებულია მარტივი პარაპეტით და გადახურულია თუნუქის საბურავით. პირველ სართულზე, მარცხენა მხარეს ეზოში შესასველი ნახევარწრიული ფორმის გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირული ცხაურიანი ჭიშკრით. ეზოს მხრიდან ნაგებობა სახეცვლილა და დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. სართულებს შორის არსებული ღია დერეფნები შემინულია და დამატებით საცხოვრებელ მოცულობებათაა გამოყენებული. ეზოში, აღსანიშნავია მარცხენა ფლანგში მიდგმული ლითონის, წრიული კიბე. ნაგებობის მარჯვენა მხარეს, ორფრთიანი ხის კარია სადარბაზოში შესასვლელი. სადარბაზოს ვესტიბიული სახეცვლილია. სახლს აქვს სარდაფი. ქუჩის მხრიდან სარდაფის ზედა ნაწილი მცირედიდ აღიქმება. შენობის სარდაფის კედლები `ქართული~ აგურით არის ამოყვანილი. სარდაფი ოდნავ დაქანებულია ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4547
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლეონიძე გიორგის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79886524
Y: 41.69208327