ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4071
ObjectID: 4071
ID: 4071
Name: წმ. სამების ეკლესია
FullName: წმ. სამების ეკლესია
Description: პირველი ეკლესია ამ ადგილას აშენდა 1790 წელს, პეტრე აღნიაშვილის თაოსნობით. 1832 წელს მისმა შვილიშვილმა მღვდელმა სვიმონ (შიო) აღნიაშვილმა ეკლესიას დასავლეთიდან მიადგა კარიბჭე, ხოლო 1850 წელს მანვე კარიბჭეზე დააშენა სამრეკლო. მცირე ხნის შემდეგ თვით ეკლესიის შენობა მთლიანად განაახლა დეკანოზმა ნიკოლოზ არდაზიანმა. ეკლესია აკურთხეს 1863 წელს, გუმბათის მშენებლობა დასრულდა რამდენიმე წლის შემდეგ. 1990-იან წლებში კარიბჭეს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მიშენდა ვიწრო დაბალი სათავსები. წმ. სამების ეკლესია ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციების მიხედვით არის აგებული. ის "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ნაგებობაა. შემაღლებული პროპორციების გუმბათი ეყრდნობა აფსიდის შვერილებსა და ორ ცალკე მდგარ ბურჯს. გუმბათქვეშა თაღები შეისრულია. აღმოსავლეთ ფასადზე შეჭრილია ორი მაღალი სამკუთხა ნიშა. ეკლესია აგურით არის ნაშენი. ჯვარი აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლების სადა საპირეები და საფასადო თაღები ლეკალური აგურითაა გამოყვანილი. კარიბჭე შედგება მოზრდილი მართკუთხა სათავსისა და ოთხსვეტიანი ღია პორტიკისაგან, რომლის არქიტექტურასაც კლასიციზმის გავლენა ატყვია. ტოსკანური ორდერის მრგვალი სვეტები აგურით არის ნაშენი, სრულიად სადაა და ბოლოვდება ქვის დიდი ბრტყელი ფილების მართკულთხა კაპიტელებით. შუა ორი სვეტი შესამჩნევად უფრო მსხვილია განაპირა სვეტებთან შედარებით. კარიბჭეძე აღმართულია სამრეკლო, რომელსაც, სვეტებიანი პორტიკისაგან განსხვავებით, შუა საუკუნეების არქიტექტურისათვის დამახასიათებელი სახე აქვს. მის დასავლეთ ფასადზეც აგურის წყობაში ჩაღრმავებული ჯვრის გამოსახულებაა. სამრეკლოს ასრულებს თაღებით გახსნილი ექვსწახნაგა ფანჩატური.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3678
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბაშიძე გრიგოლის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1863 წელი
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80168356
Y: 41.696706