{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4068?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4068?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4068?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4068",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4068,
    "ID" : 4068,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სახლი დგას თბილისის ისტორიული ნაწილის უბან სოლოლაკში. იგი აგებულია   XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში.Mნაგებობა წარმოადგენს ეკლექტური ფასადის მქონე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს ფსევდოკლასიცისტური ელემენტებით. იგი ჩართულია ქუჩის პერიმეტრის მწკრივულ განაშენიანებაში. შენობა ტიპურია  ამ უბნის სხვა ნაგებობებს შორის და სხვა დანარჩენისაგან გამოირჩევა მხოლოდ მცირედი საფასადო ნიუანსებით. სახლი დგას ცოკოლის დაბალ სართულზე. ზევით შეკრულია რთულპროფილიანი ლავგარდანის სისტემით. თავდაპირველად სახლი ორსართულიანი იყო, მესამე სართული მოგვიანებითაა დაშენებული. შახლი ქუჩის მხირად სამსართულიანია, ხოლო ეზოს მხრიდან ოთხსართულიანი. ნაგებობა დაფერილია მუქ ყვითელ ტონალობაში. შენობის ცოკოლის სართულზე, მარცხერნა ფლანგზე  ეზოში შესასვლელი მრუდწრეთარგიანი \"გვირაბია\" ლითონის ჭიშკრით. ცენტრში სადარბაზოა.  დანარჩენი ადგილი კი უჭირავს სხვადასხვა ფორმის სარკმლებს და შესასვლელებს. Pპირველ სართულზე   ცოკოლი ზედა სართულებისგან გამოყოფილია თარო ლავგარდანებით, II და III სართული ნალესი კვეთილობით შემკული სხვადასხვა მოხაზულობის სარკმლებია.  ფასადი დაყოფილია თხელ პილასტრებს შორის მოქცეული, ნალესი კვეთილობით მდიდრულად  შემკული სხვადასახვა მოხაზულობის მქონე სარკმლებით. სარკმლები ორსავე სართულზე დასრულებულია სტილიზებულ გირლანდებიანი ფრონტონების სისტემებით.    \nსაცხოვრებელი სახლი დგას ძველი თბილისის ისტორიულ უბანში. სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში. ნაგებობის ფასადი ცენტრალ სიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. სახლი დგას მძლავრ ცოკოლზე და მთლიანად რუსტირებულია. სახლი სრულად დაფერილია ნაცრისფრად. ნაგებობის სამივე სართულზე სარკმელთა ღიობებია ჩამწკრივებული. სახლს მთელს პერიმეტრზე თარაზული მარტივი ფორმის სარკმლები გასდევს, რომელთა ღიობებიც თეთრ ფერშია აქცენტირებული. საცხოვრებელი სახლის სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია მარტივი ორნამენტული სარტყლით. აქ შემორჩენილია ლითონის, ჭვირულ მოაჯირიანი აივანები. პირველი სართულის მარცხენა მხარეს ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. თაღოვან გვირაბში მარჯვენა და მარცხენა მხარეს საცხოვრებელ ფართში შესასვლელი კარი. მას მარჯვენა მხარეს უპირისპირდება სადარბაზო, ხის ღიაყავისფრად დაფერილი უორნამენტო კარით. სადარბაზო უხარისხოდაა რესტავრირებული. სადარბაზო მთიანად სახეცვილია და კარგული აქვს თავდაპირველი იერი. სადარბაზოს ვესტიბიულში შემორჩენილია ლითონის ჭვირული მოაჯირი, სადარბაზოს შესასვლელში არის დატანილი სახლის (სავარაუდოდ) აგების თარიღი 1911 წელი. საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას მისი ეზო წარმოადგენს. ეზოს მხირად ნაგებობა სახეცვლილია, ბევრ ადგილას შეინიშნება ნაგებობისთვის შეუსაბამო მინაშენები. თუმცა აქ კარგადაა შემორჩენილი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი მოხარეტებული ხის ღია აივნები. ზოგიერთ ადგილას აივნების უმეტესობა ამოშენებულია და დამატებით საცხოვრებელ (ფართად) მოცულობად არის გამოყენებული. ნაგებობის მარცხენა მხარეს, ქუჩის მხრიდან, კიდევ ერთი სადარბაზოა მოწყობილი, მოხარატებული ხის კარით და წინფარით. აქ, სადარბაზო სრულად არის მოხატული. ვესტიბიულის კედლებზე შემორჩა სხვადასხვა ქვეყნების და კონტინენტების ალეგორიული გამოსახულებები. ეს კომპოზიციები შესრულებულია ზეთის საღებავით. ამ მოხატულობის შემსრულებელი უნდა იყოს მხატვარი ბენო ტელინგტელი. კიბის უჯრედის ბაქნის კედლებზე შემორჩენილია ორნამენტული პეიზაჟების ალეგორიული გამოსახულებები. ბოლო სართულის კედლები კი მორთულია სახლის მეპატრონეების მონოგრამებით. აღსანისნავია ასევე ფერადი მოზაიკური იატაკი\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4630",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მაჩაბელი ივანეს ქ./12",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.800110670000002,
    "Y" : 41.690858110000001
  }
}