ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4065
ObjectID: 4065
ID: 4065
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: წარმოადგენს გეგმაზე რუსული "გ" ფორმის, მსხვილმასშტაბიან ნაგებობა. ქუჩის მხარეს ნაგებობის მხოლოს ერთი ფასადი გამოდის, რის გამოც ერთი შეხედვით რთულია მისი მაშტაბის აღქმა. ორსართულიან ფასადს ანაწევრებს სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯრის ღიობები, რომლებსაც პროფილირებული ჩარჩო შემოუყვება და ზემოდან მასკარონები აზის ახალგაზრდა კაცის თავის გამოსახულებით. მეორე სართულის ფანჯრების ქვემოთ, მართკუთხა არეში მცენარეული ორნამენტია ჩასმული ლომის თავის გამოსახულებით. შუაკედლისებს აუყვება პილასტრები, რომლებიც პირველ სართულზე სადაა, ხოლო მეორეზე კანელურებიანი და სრულდება კორინთული ორდერის კაპიტელით. სართულებს ერთმანეთისგან პროფილირებული კარნიზი გამოყოფს. მეორე სართულზე, ფასადის მარჯვენა მონაკვეთში ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივანი გამოდის. პირველ სართულზე კი, მარცხენა კუთხესთან სადარბაზოს ხის კარია ლითონის ცხაურით. ფასადი სრულდება პროფილირებული კარნიზით და პარაპეტით. პარაპეტის ზემოთ, მარჯვენა მონაკვეთში, შეფიცრული, პატარა ფრონტონის არეა. ეზოს მხარეს ნაგებობას გაუყვებოდა შუაშბანდი, თუმცა ახლა იგი მხოლოდ მეორე სართულზეა შემორჩენილი, მოხარატებული მოაჯირით. პირველი სართულის დიდი ნაწილი კი ამოშენებულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4415
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თუმანიანი ოვანესის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.807121
Y: 41.68965669