ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4063
ObjectID: 4063
ID: 4063
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა სამსართულიანია, მაგრამ მისი ადგილმდებარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამის სრულად დანახვა თითქმის, შეუძლებელია და ჩანს მხოლოდ, ეზოს მხრიდან. იგივეს მოწმობს შენობის სიმაღლეც. რაც შეეხება მის ხილვადობას, ნაგებობის წინ არსებული სხვა, შედარებით დაბალი ნაგებობის გამო, ჩანს მხოლოდ, მისი ზედა სართული და მეორე სართულის მცირე მონაკვეთი. მესამე სართული წინ ხის აივნითაა შემკული, რომელსაც ჭვირულორნამენტებიანი მოაჯირები და დეკორირებული კაპიტელები ამკობს. შენობის გვერდითი, მარჯვენა ფასადი კიბეების, შესასვლელებისა და ფანჯრების სისტემითაა დატვირთული. აქ გარედანაა შესასვლელი როგორც პირველ, ასევე მეორე სართულებზე, ამასთან, პირველ სართულზე რამდენიმე შესასვლელი შედის, ნაგებობის როგორც წინა, ასევე უკანა და გვერდითი მხრიდან. კიბეებისთვის, ძირითადად, გამოყენებულია ლითონის კონსტრუქციები. ცენტრალური ფასადის ზედა სართულის გარდა, რომელსაც ნალესობისა და საღებავის ფენები ფარავს, შენობის ყველა, სხვა ნაწილი აგურის წყობის ფაქტურისეულია.Aმას გარკვეული, მხატვრული დატვირთვა და ფერადოვანი აქცენტი შეაქვს საერთო კოლორიტში. ფანჯრების თავზე გამოყენებულია აგურის რამდენიმე ფენის, ვერტიკალური წყობის ხარჯზე მიღებული ნახევარრკალისებური მოხაზულობა, რაც ამ დროინდელ სახლებს ხშირად, ახასიათებს. შენობის უკანა ფასადი ერთსართულიანია და ბოტანიკურის ქუჩის აღმართს ერგება. რაც უფრო ზემოთ მიიწევს ქუჩა, ნაგებობა კიდევ უფრო მცირდება სიმაღლეში. ამ მხარეს საკუთრივ, ფასადის ზედაპირული ფენა ნალესობითა და საღებავის ფენითაცაა დაფარული. აქვს სამი ფანჯარა და ორი შესასვლელი კარი, ასევე, ზედაპირის ჩაღრმავებით მიღებული, დეკორაციული მოტივები და კრამიტით გადახურულ სახურავზე ორი სამერცხლური. შენობა მარცხენა, გვერდითი ფასადით მის მომიჯნავე შენობას ერწყმის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3995
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბოტანიკურის ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81041366
Y: 41.68794861