{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4061?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4061?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4061?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4061",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4061,
    "ID" : 4061,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ნაგებობა მონუმენტური ხასიათისაა. ის ოთხსართულიანია, აქედან ზედა მეოთხე სართულს, ქმნის მანსარდის მონაკვეთი. ნაგებობა გეგმაში არ არის მართკუთხა ფორმის, მას არაერთგვაროვანი, დატეხილი გეგმარება აქვს, მით უფრო, რომ თავისი მოცულობითობის გამო სამ ქუჩაზე გადის. შესაბამისად, შემოდის კუთხის სახლის მახასიათებლებიც და აღნიშნული ნაგებობა ამ თვალსაზრისითაცაა გამორჩეული. \nგორგასლის ქუჩის მხრიდან ქვედა მასიურ სართულს დიდი ვიტრინა-ფანჯრების რიგი ანაწევრებს. მათ შორის მოთავსებულია  ასევეგანიერი შესასვლელი შიდა ეზოში, რომელიც კიდეებზე რუსტიკის ტიპის მოტივებითაა დამუშავებული. ეს ზოლი  გრძელდება შენობის მთელს სიმაღლეზე და ზედა სართულების დონეზე პილასტრების სახეს იძენს. ზედა ორი სართული ამ მხარეს ვიწრო, ვერტიკალური, მართკუთხა ფორმის და წყვილებულად განთავსებული სარკმელებითაა დატვირთული. ფანჯრების მსგავს დაგეგმარებას მათ ქვევით კედლის არეზე განთავსებული ჰორიზონტალური ჩაზნექილი მართკუთხედის მოტივიც აძლიერებს. ორნამენტული მოტივები ჩნდება აღნიშნული პილასტრების დაბოლოებებში კარნიზის ზოლის გაყოლებაზე, ხოლო რაც შეეხება იგივე მოტივის გამეორებას, ის პერიოდულად იჩენს თავს კარნიზის გაყოლებაზე და სარკმელებს შორის არის აქცენტირებას ემსახურება. ასევე მართკუთხა ფანჯრებითაა დანაწევრებული შენობის მეოთხე მანსარდის დონის სართული, სადაც სარკმელებს შორის გადახურვის მონაკვეთებზე თევზისქერცლისმოტივი და დაბოლოებისას კი ზიგზაგიზებური არშიაა გამოყენებული.  მარცხენა მხარეს შენობის კუთხის მონაკვეთში მას არაწახნაგოვანი, არამედ ზიგზაგისებური მონახაზი აქვს. ამის მეშვეობით ფუნქციურად გამოყენებადი ხდება შენობის ეს მონაკვეთი და აქ სარდაფში ჩასასვლელი ქვედა დონეზე, მის ზევით კი ფანჯრები მცირეზომის აივნებითაა განთავსებული. \nანალოგიური ხასიათით გრძელდება მარცხენა მხარეს შენობის დანაწევრება. ქვედა დონეზე კარის ჭრილები ზედა სართულებზე კი ფანჯრები. სამღებროს მხარეს ნაგებობის ფასადი მეტად სადაა, ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ძირითად მხატვრულ თავისებურებებს და ამ მხრიდან თანდათანობით კლებულობს სართულების რაოდებობა, მით უფრო რომ აქ საერთო გეგმარებაში სამღებროს ქუჩაზე ამავალი კიბეც შემოდის და აშკარა ხდება ლანდშაფტური მახასიათებლების ცვალებადობაც. აღნიშნულის გამო, შენობა უკანა მხრიდან მხოლოდ ორსართულიანია, ამასთან, ერთი სართული კვლავინდებურად მანსარდის დონისაა. \nნაგებობას აქვს შიდა ეზო, რომელიც სრულად გადახურულია გამჭვირვალე მასალით. შიდა ეზოს გეგმარება მართკუთხედზეა ორიენტირებული. შიდა ეზოში გადახურვის ელემენტის არსებობა მიშვნელოვანი ნაწილია, როგორც მხატვრული, ასევე გეგმარებითი თვალსაზრისით. შენობას ფასადების მხრიდან არა ერთი კარი აქვს და მნიშველოვანია, რომ თითქმის ყველა მათგანი ერთიდაიგივე მხატვრული განწყობის მქონეა. კარის ორივე ფრთის ზედა ნაწილს ლითონის ჩუქურთმის მქონე მონაკვეთები, ქვედა არეებს კი ერთმანეთში ჩაწერილი კიდეებშეტეხილი მართკუთხედების გამოსახულების მქონე მონაკვეთები ქმნის. \nძლიერაა დაზიანებული შიდა ეზოში შემავალი ცენტრალური დიდი შესასვლელის ზედა არე, რაც ნაგებობის მეორესართულისთვის იატაკის დონეს ქმნის. ზოგადად დიდია აცდენა ნაგებობის გარე ვიზუალურ მდგომარეობასა და მის შიდა მხარეს შორის.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4323",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "გორგასალი ვახტანგის ქ./1",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსავაჭრო;\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eკაფე, ბარი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.809676289999999,
    "Y" : 41.689394950000001
  }
}