CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4060
ObjectID: 4060
ID: 4060
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ოთხსართულიანია, ნაგებია აგურით, დეკორატიულადაა შელესილი და შეღებილი. ნაგებობა რუსული პ-ს ფორმისაა, აქვს ეზო. ქუჩის მხარეს არსებული მთავარ ფასადზე ღიობები სიმეტრიულადაა განლაგებული. ცნეტრშია გაჭრილი სადარბაზოში შემავალი კარი. მთავარ ფასადზე ექვსი რკინის აივანია, თითოეულ სართულზე ორ-ორი. უკლებლივ ყველა დეკორატიული აივანი ნაგებობის თანადროულია. კარი შეწყვილებული კანელურებიანი პილასტრებითაა გამშვენებული, რომლებსაც დორიულ სტილში შესრულებული სვეტისთავი აქვს. მსგავსი პილასტრებია გამოყვანილი მესამე სართულის ფასადზეც, მეორე და მეოთხე კი, განსხვავებულად არის გაფორმებული – ვარდულის მსგავსი, მაგრამ სადა, წრიული რელიეფური ფორმებით, რომელთაგანაც ვერტიკალური ხაზები ჩამოედინება კედელზე. ყველა სარკმელი სადად პროფილირებული ჩარჩოთია მოსაზღვრული. მეოთხე სართულის სარკმლის თავზე მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ქალის თავიანი მასკარონებია განთავსებული. მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი დეკორითაა შესრულებული სადარბაზოს რკინის კარი. ნაგებობას საკმაოდ კარგად აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი იერი, ოდნავ სახეცვლილია პირველი სართული ახლადჩასმული კარებითა და ფანჯრებით. სადარბაზოში ყურადღებას იქცევს ქვის კიბე და დეკორატიული რკინის მოაჯირი. ეზოს მხრიდან ნაგებობა ძალზე სახეცვლილია და საკმაოდ დამახინჯებული ბოლოდროინდელი მინაშენებითა და გადაკეთებებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5019
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქიაჩელი ლეოს ქ./26
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78940659
Y: 41.70701832