{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4059?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4059?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4059?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4059",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4059,
    "ID" : 4059,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სახლი ორსართულიანია, ნაგებია აგურით, დეკორატიულადაა შელესილი და შეღებილია. იგი ორი ქუჩის გადაკვეთაზე დგას და ერთი ფასადით ნიკოლაძის, მეორეთი კი ახვლედიანის ქუჩისკენაა მიმართული. ფასადები ერთმანეთის მსგავსია, მსგავსი ღიობებითა და დეკორით. დეკორი სადაა, სარკმლების ძალზე ძუნწად პროფილირებული საპირეებითა და საჭექი ქვის იმიტაციებით. ქვედა სართული მარტივი რუსტიკის ტექნიკითაა ნალესი, ზედა სართულს კი სამი დეკორატიული რელიეფური ზოლი მიუყვება მთელს გაყოლებაზე. ნაგებობას ორივე ქუჩის მხრიდან აქვს სადარბაზო, მაგრამ ახვლედიანის ქუჩისკენ მდებარე შესასვლელი უფრო თვალშისაცემია და მნიშვნელოვანი. ის შენობის ნაპირშია განთავსებული და მთავარი სიბრტყიდან დაახლოებით ნახევარ მეტრზეა გამოზნექილი. ამ გამოზნექილ რიზალიტისებურ ვერტიკალში გარდა სადარბაზოს კარისა, მეორე სართულის სარკმელიცაა გაჭრილი. \nახვლედიანის ქუჩის მხრიდან წინ წამოწეული ღიობების გარდა ფასადის თითოეულ სართულზე ხუთ-ხუთი ღიობია სიმეტრიულად ჩამწკრივებული. მეორე სართულზე წყვილ სარკმლებს შორის ერთი ლითონის აჟურულმოაჯირინი აივანია განთავსებული. ნიკოლაძის ქუჩის მხრიდან სახლს სამ-სამი ღიობი აქვს, ისინი ასევე სიმეტრიულადაა ჩამწკრივებული ფასადზე. მეორე სართულის განაპირა სარკმელი ამჟამად აგურითაა ამოშენებული, შეულესავადაა დატოვებული და ამახინჯებს ფასადს. შესასვლელი აქაც განაპირასაა განთავსებული, თუმცა მეორე ფასადისგან განსხვავებით, ერთიან სიბრტყეშია გაჭრილი. \nახვლედიანის ქუჩის მხრიდან ნაგებობა მაღალი გალავნითა და ჭიშკრით გრძელდება, რომელიც სახლის ეზოს მოფარგლავს. ეზოს მხრიდან სახლს შუშაბანდი აქვს. რკინის ჭიშკარი ავთენტური არაა, ისევე როგორც ამ ქუჩის მხირდან შეკიდული კარი. რაც შეეხება ახვლედიანის ქუჩის მხარეს არსებულ ხის კარს, ის ნაგებობის თანადროულია. კარი უხვად არის შემკული ბაროკული სტილის ორნამენტით, თეთრად არის შეღებილი, ცენტრალურ ნაწილში კი ლითონის აჟურული დეტალები აქვს ჩადგმული. გარდა სრული ორი სართულისა, აღსანიშნავია სახლის ნახევარსარდაფი. ამ სივრცეში დღესდღეობით სავაჭრო ობიექტია განთავსებული, ლითონის მოაჯირითა და ჩასასვლელი კიბით, ლითონის გადახურვით. ეს ახლადგაკეთებული დეტალები საგრძნობლად ცვლის შენობის თავდაპირველ იერ-სახეს. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად არის დაზიანებული ნალესობა და დეკორი. \nნაგებობა მაღალი მხატვრული ღირებულების მატარებელია. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შენობა მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის შექმნისთვის. მასზე დასაშვებია მხოლოდ სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3860",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ახვლედიანი გიორგის ქ./24.ნიკოლაძე ნიკოს ქ./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eრესტორანი;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.788482100000003,
    "Y" : 41.707033860000003
  }
}