ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4054
ObjectID: 4054
ID: 4054
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი შენობის ფასადები, ორი ქუჩისკენ, განსხვავებული იერით არის წარმოდგენილი. ტელეგრაფის ჩიხს გრძივი ფასადი მიუყვება, ორბელიანის ქუჩისკენ კი, ვიწრო-მაღალი პროპორციის მქონე ექსტერიერია წარმოდგენილი. განსხვავებულია მათი მხატვრული გადაწყვეტაც. ორბელიანის ქუჩისკენ მიმართულ ფასადზე, მეორე-მესამე სართულზე, ერთიანი შუშაბანდია შეკიდული, რომელთა სარკმლებიც ერთმანეთისაგან ხის ვიწრო, კაპიტელებით შემკული სვეტებით არის გამიჯნული. პირველ სართულზე ორი სარკმელი და ცრუ ფანჯარაა მოქცეული, რომელთა რიგიც, მარჯვნიდან, ქუჩის კედლის მიმყოლი, რამდენიმე საფეხურიანი კიბით დაკავშირებული კარით ბოლოვდება. კარი ორფრთიანია და მართკუთხა ფორმის სარკმლები ერთვის, რომლებიც ცენტრული კომპოზიციის მქონე რკინის აჟურული ცხაურებით არის გაფორმებული. ფანჯრებსა და ნიშას სადა საპირე ამკობს, რომელსაც ზემოთ, ცენტრში, პროფილირებული საჭექი ქვა ერთვის. სარკმლებქვეშ სარდაფის მცირე ზომის ფანჯრებია გაჭრილი. ჩიხის მხარეს მიმართული გრძივი, ქუჩის მიმყოლი ფასადი ასიმეტრიულია. მის მარცხენა კიდეში ეზოში შესასვლელი გვირაბია გაჭრილი. კომპოზიციის შუა ღერძიდან მარჯვნივ კი სადარბაზოს მაღალი, ნატიფი, ვიწრო ღიობია გაჭრილი, რომელშიც ხის ორფრთიანი, ზემოთ აღწერილის ანალოგიური, კარია ჩამოკიდებული, ის მაღალი ფრამუგით ბოლოვდება. მის ზემოთ რკინის აჟურული მოაჯირით შემოსაზღვრული, მართკუთხა გეგმის მქონე აივანია შეკიდული. მსგავსივე აივანია მოთავსებული ფასადის შუა ღერძიდან მარცხნივ, ამავე სართულზე. შენობის ფასადი, ყველა სართულზე, თანმიმდევრულად განლაგებული სარკმლებით არის დანაწევრებული, რომელთა მწკრივების გარკვეული მონაკვეთები, მათ შორის ფასადის კიდეებში, მასამე და მეორე სართულზე, კანელურებით დაღარული, დორიული კაპიტელით დაბოლოებული პილასტრებით არის შემოსაზღვრული, რაც საფასადე კომპოზიციას შეკრულს ხდის. პირველი სართულის სარკმლები სადა საპირეებით არის შემოწერილი, მეორე სართულის ფანჯრები კი პროფილირებულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი კლასიცისტური თაროებით სრულდება. ღიობებქვეშ თითო-თითო რუსტია დატანილი. მესამე სართულის სარკმლებს საჭექი ქვები ამკობს. მთლიანად რუსტირებულ პირველ სართულზე სარდაფის ღიობებია ჩამწკრივებული. აღსანიშნავია შენობის პატარა ეზო, რომელსაც აღწერილი სახლი და მის მეზობლად აღმართული ნაგებობა ოთხი მხრიდან შემოწერს. ორი სხვადასხვა შენობის ერთიან კომპოზიციას აივნები და შუშაბანდები წარმოადგენს. სარდაფის სართულს გალერეა ერთვის. პირველი სართულს აივნისა და შუშაბანდის ერთიანი სურათი განსაზღვრავს. აივნის მოაჯირები უბრალო ხის დეტალებით არის წარმოდგენილი. მეორე სართულზეც შუშაბანდი და აივანია მოქცეული. მისი მოაჯირები ჭვირულია, კოლონადას კი ჩუქურთმები ერთვის. მესამე სართულის მოაჯირებს ერთმანეთის მკვეთრი ჯვარედინი გამეორებადი ფორმები ქმნის. ყველა სართული ეზოს, შენობის ერთ მხარეს მიყოლებული, რამდენიმე ბაქნიანი, ხის ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული კიბეები უკავშირდება, რაც ერთიან სწორხაზოვან სურათში დიაგონალურ ხაზებს წარმოქმნის და საერთო კომპოზიციას საინტერესოს, მრავალფეროვანს ხდის. აღწერილი ეზო თბილისის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. მისი სიმცირე, ჭვირული ინტენსიური აივნების შაბიამნისფრად შეღებილი სურათი ერთგვარ ექსპრესიას ქმნის. ქუჩისკენ მიმართულ, ევროპული ხუროთმოძღვრული ელემენტებით გაფორმებული ფასადი და მასზე მოწყობილი შუშაბანდები, ეზოსთან ერთად, თბილისის არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ევროპულ-თბილისურ კონტრასტსა და ამასთანავე ერთგვარ გადაძახილს ქმნის. პატარა ზომის ეზო, აღნიშნული სახლის მხატვრულ ღირებულებას ზრდის. ნაგებობა მიმდებარე განაშენიანების საერთო სურათის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი მხატვრული და შინაარსობრივი გადაწყვეტა კი, თბილისის ხუროთმოძღვრების ღირსშესანიშნავ, თვალსაჩინო და მნიშვნელოვან ნიმუშად აქცევს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4747
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ტელეგრაფის ჩიხი/1.ორბელიანის ვ. ქ./32
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ადმინისტრაციული;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80449611
Y: 41.69857718