CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4052
ObjectID: 4052
ID: 4052
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი დგას ქალაქ თბილისის ისტორიულ უბან სოლოლაკში, გალაკტიონისა და ლერმონტოვის ქუჩათა გადაკვეთაზე. ეს არის სტრუქტურულად კარგად გამართული და მორთული ფასადის მქონე, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, აგებულია XX ს-ის დასაწყისში. ნაგებობა გაწყობილია ფსევდორენესანსული ელემენტებით. იგი ჩართულია ქუჩის პერიმეტრის მწკრივულ განაშენიანებაში. სახლი ცოკოლის გარეშე დგას. ზევით შეკრულია რთულპროფილიანი ლავგარდანის სისტემით, ფსევდო კლასიცისტური და ფსევდო რენესანსული სტილის ეკლექტიკური ფასადებით.. ნაგებობის არქიტექტურულ სახეს განაპირობებს განსხვავებულად მოჩარჩოებული და რიტმულად განაწილებული სარკმელთა მონაკვეთები, კვეთილ სახეებიანი ფრიზით მდიდრულად მორთული პროფილირებული ლავგარდანი. Pპირველ სართულზე თარაზული ფორმის სარკმლებია, რომლის თავსართები გაფორმებულია ცხოველთა რელიეფური გამოსახულებით. მეორე სართულზეც სარკმლები თარაზული ფორმისაა, მოცულია რთულპროფილიანი მოჩარჩოებით. სარკმელთა თავსართები გაფორმებულია მასკარონებით. ლერმონტოვის ქუჩიდან ნაგებობის მარცხენა ნაწილში ალაყფის რკინის კარია. ამ მარტივი ფორმის ალაყაფის კარის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში. ეზოს მხარეს სახლი გადაკეთებულია სხვადასხვა დროინდელი დანამატებით. რამდენადმე შეცვლილია ეზოს ფასადი. ცოკოლის სართულზე, დღეს კომერციული დანიშნულების მოცულობებია მოწყობილი. Nნაგებობა დაფერილია ღია ყვითლად, არქიტექტურული ელემენტები კი თეთრადაა აქცენტირებული. ნაგებობის ფასადის კუთხეები შეწყვილებული პილასტრებითაა აქცენტირებული. ნაგებობის არქიტექტურული კომპოზიცია კარგად არის გათვლილი და ფასადების შემკულობითა თუ საინტერესო სტრუქტურით, მნიშვნელოვან აქცენტს ქმნის განაშენიანებაში და განსაზღვრავს ქუჩების მხატვრულ სახეს. სახლს ააქვს სამი სადარბაზო, ლერმონტოვის და გალაკტიონის ქუჩიდან. Lლერმონტოვის ქუჩიდან, სახლის მარცხენა კუთხეში, ხის კვეთილ ალათებიანი ორფრთიანი კარია – წინფრათი. Gგალაკტიონის ქუჩიდან კი ერთმანეთის მიჯრით მდგომი ორი სადარბაზოა მოწყობილი. სადარბაზოში, პირველ სართულზე, კიბის უჯრედია საიდანაც სახლის სარდაფში ჩავდივართ. სარდაფი ქართული აგურითაა ნაშენი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4016
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გალაკტიონ ტაბიძის ქ./14.ლერმონტოვის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1890 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80140945
Y: 41.69146012