{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4051?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4051?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4051?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4051",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4051,
    "ID" : 4051,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "საცხოვრებელი სახლი აშენებულია 1888 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით. პროექტის ავტორია პოლონელი არქიტექტორი ალ. შიმკევიჩი. შენობა წარმოადგენდა მის საკუთარ საცხოვრებელ სახლს. \r\nაგურით ნაგები სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქუჩის ხაზიდან მცირედად შიგნითაა შეწეული. მისი ფასადები შელესილია და მწვანედაა შეღებილი. ნალესობაშივეა გამოყვანილი მთავარი ფასადის არქიტექტურული ელემენტები. ფასადი რუსტირებულია. შენობის პირველი სართული მცირედად მიწაშია მოქცეული. პირველი სართულის სამი ღიობის წინ მცირე ტერიტორია დაბალი ლითონის აჟურული ღობითაა მოსაზღვრული.\r\nშენობაში შესასვლელი გაჭრილია სახლის მარცხენა კიდურა ნაწილში, საიდანაც მართკუთხა კარის ღიობით შევდივართ სადარბაზოში. სადარბაზოს ამშვენებს თავდაპირველი ხის, დეკორატიული მწვანედ შეღებილი კარი, რომლის ფრთებსაც ცენტრალურ ნაწილში ლითონის აჟურული ცხაური აქვს.\r\nშელესილ რუსტირებულ ფასადებზე ნალესობაშივე გამოყვანილი არქიტექტურული ელემენტები ამკობს. ფასადი დანაწევრებულია კარ-ფანჯრების ღიობებით; პირველი სართულის ფანჯრებს მშვილდა თაღის ფორმა აქვს მიცემული, დანარჩენი მეორე და მესამე სართულის ღიობებს, მათ შორის სადარბაზოს კარსაც მართკუთხა ფორმა აქვს. ფანჯრების შემამკობელი ელემენტები სამივე სართულის შემთხვევაში სხვადასხვაგვარია.\r\nპირველ და მეორე სართულებზე გაჭრილი ფანჯრები, მოჩარჩოებულია მარტივი პროფილის მქონე ჩარჩოთი და დაგვირგვინებულია დეკორატიული, ნალესობაში გამოყვანილი საჭექი ქვებით; ნალესობის დაზიანების გამო რამდენიმე საჭექი ქვა დაზიანებულია ან სრულადაა დაკარგული. მესამე სართულის მართკუთხა ფანჯრებს მარტივი პროფილის მოჩარჩოება შემოუყვება, რომელთა ზემოთაც კბილანებიანი დეკორით გამშვენებული თაროს პროფილის მქონე თარაზული სანდრიკებია. \r\nმესამე სართულზე, შენობის განაპირა კუთხეებში ლითონისმოაჯირიანი თითო აივანია მოწყობილი. კარ–ფანჯრების ალათები თავდაპირველია, ხისაა.\r\nშენობა დასრულებულია მარტივი კარნიზით, რომლის ქვემოთაც ბურთულებისგან შემდგარი, ფასადის მთელს პერიმეტრზე გაყოლებული ვიწრო ზოლის ორნამენტული დეკორია წარმოდგენილი.\r\nინტერიერში მხატვრულად გამორჩეულია მისი სადარბაზო, თეთრი მარმარილოს  კიბეებითა და შიდა დეკორატიულად შემკული ხის ორფრთიანი კარით. სადარბაზოს ინტერიერის ორივე გრძივი კედელი დანაწევრებულია სამ-სამ დიდ მართკუთხა მონაკვეთებად. მოხატულობის კვალი არ ჩანს, თუმცა რესტავრაციისას აუცილებლად უნდა შემოწმდეს სადარბაზოს მხატვრობა ნალესობით ხომ არაა დაფარული. აქაა გაჭრილი პირველ სართულში შესასვლელი კარი. მარმარილოს კიბეებს ავყავართ მეორე და მესამე სართულებზე. ამ უჯრედში ხის კიბეები ადის, რომელთაც ხის ორნამენტული მოაჯირი მიუყვება. ეს უბე განათებულია ჭერში გაჭრილი მართკუთხა ღიობიდან ჩამომავალი დღის შუქით.\r\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5339",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჭონქაძე დანიელის ქ./8.გერგეთის ქ./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1888 წ.",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.795792319999997,
    "Y" : 41.69148998
  }
}