{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4049?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4049?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4049?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4049",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4049,
    "ID" : 4049,
    "Name" : "კომპოზიტორთა კავშირი",
    "FullName" : "კომპოზიტორთა კავშირი ",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სამსართულიანი შენობის კედლის მასალად გამოყენებულია ე.წ. \"რუსული აგური\", ის შელესილია და შეღებილი, აქვს დეკორატიული ნაძერწობა. სახურავის ძირითადი მასალა თუნუქია. ნაგებობა რუსთაველის პროსპექტისა და ლაღიძის ქუჩათა კუთხეში დგას და მჭიდრო განაშენიანებაშია მოქცეული, ერთი ფასადით პროსპექტის მხარესაა მიქცეული, მეორე ფასადით ლაღიძის ქუჩაზე გადის, ხოლო ჩამოჭრილი, ვიწრო ფასადით ქუჩების გადაკვეთაზეა მიმართული. ფასადები ღია ვარდისფრადაა შეღებილი, მოსართავი ნაწილები კი თეთრია. პირველი სართულის მონაკვეთი ოდნავ მუქი ტონის ვარდისფერია. \nმხატვრული თვალსაზრისით, სამივე სართული იდენტურად არის გადაწყვეტილი. შენობის პირველი სართული \"მაგთი\"-ს ოფისს უკავია. სამივე ფასადის პირველი სართულის მონაკვეთს ოფისის ვიტრინები ანაწევრებს.  ფასადის კუთხეში მინის, მაღალი კარია განთავსებული, რომლის მეშვეობითაც, ერთმარშიანი კიბით სარდაფში ჩავდივართ. ქვემოთ \"მაგთი კლუბია\" განთავსებული, კარის თავზე კი \"მაგთი\"-ს წითელი პლასტიკატის ლოგოა დასმული. \nგამზირის მხარეს მიქცეული ფასადის მარცხენა კიდე სადარბაზო (უკანასკნელის დათვალიერების შემდეგ, აღნიშვნას იმსახურებს იატაკის დეკორი, ქვის კიბე, ლითონის მოაჯირი) კარს უკავია, ხოლო ლაღიძის ქუჩისკენ მიმართული ფასადის მარჯვენა კიდე - ლითონის სამფრთიან, ჟალუზებიან კარს, რომელიც ოფისის ტექნიკურ ნაწილში გადის. \nშენობის ზედა, ორი სართული საპირეშემოვლებული, სწორკუთხა ფანჯრის ღიობით ნაწევრდება. მეორე სართული ფანჯრის ღიობების სამკუთხა ფრონტონით სრულდება, ამავე სართულზე სამივე ფასადს ბეტონის, ჩამოსხმული სვეტებით შემკული აივნები გაუყვება. აივნების ნაწილი კედლის სიბრტყეში რჩება (ე.წ. \"ფრანგული აივანი\"), ნაწილი კი წინაა წამოწეული. წინ წამოწეული აივნები, სამკუთხა, ერთი მხრით შეზნექილი კრონშტეინებითაა ქვემოდან შემაგრებული. უკანასკნელთა გვერდით, გლუვ კედლებზე ნაძერწი ბორჯღალებია მოთავსებული. შეზნექილი ნაწილი კი ერთმანეთზე დადებული, წვრილი მილაკების მწკრივითაა შევსებული. მესამე სართულის ფანჯრის თავები კრონშტეინებზე ჩამოყრდნობილი, პროფილირებული ჰორიზონტალური თავსართებით იმკობა. ფასადი დეკორატიულად დამუშავებული და მსხვილი, წინ წამოწეული კრონშტეინებით შემკული, ქვეშ კი იონიკების მწკრივის მქონე კარნიზით სრულდება. \nნაგებობას შიდა ეზო არ გააჩნია. ფასადის თავშეკავებული გაფორმება ფანჯრის ღიობების დამასრულებელი ჰორიზონტალური თავსართებისა და სამკუთხა ფრონტონების გამოყენებაში გამოიხატება. აღნიშნული ელემენტები კლასიცისტური და რენესანსული არქიტექტურის გამოძახილია. მეორე სართულის აივანთა კრონშტეინების ფორმა და დამუშავება, თბილისური ტრადიციის რემინისცენციას წარმოადგენს. შენობა მხატვრული თვალსაზრისით, ღირებული ნიმუშია. მასშტაბითა და უპრეტენზიო, თავშეკავებულად გადაწყვეტილი ფასადებით ის კარგად ეწერება მიმდებარე განაშენიანებაში. შენობის სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურა კარგად არის მორგებული ორი ქუჩის გადაკვეთას, ხოლო, ლაღიძის ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი, იმეორებს რა, ქუჩის მსუბუქად შეზნექილ და შემაღლებულ რელიეფს ორგანულად მიუყვება ქუჩის ხაზს. შენობა აგებული უნდა იყოს XX საუკუნის 30-იან წლებში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4822",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "რუსთაველის გამზ./22.ლაღიძე მიტროფანეს ქ./2",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eკაფე, ბარი;\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eრესტორანი;\nფუნქციის გარეშე;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796185029999997,
    "Y" : 41.699939669999999
  }
}