ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4045
ObjectID: 4045
ID: 4045
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი შენობის ვიწრო ფასადი ქუჩისკენ არის მიმართული და ის ეზოებს შორის არის მოქცეული, რის გამოც მისი ვიწრო და მაღალი პროპორციები კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება. სახლს მარცხენა მხრიდან გალავანი და ორ მასიურ სვეტს შორის მოქცეული აჟურული რკინის ჭიშკარი ერთვის. ფასადი სართულების გამყოფი კარნიზებით სამ ჰორიზონტალურ ნაწილად არის გამიჯნული, მათგან ზედა ორი, თანაბარი სიმაღლისაა, ქვედას კი სარდაფის სართული ემატება, რომელშიც ღიობებია გაჭრილი. საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია. მის მარცხენა ნაწილში, ყველა სართულზე, თითო-თითო სარკმელი პილასტრებს შორის არის მოქცეული. პილასტრები ყველა სართულზე სხვადასხვაგვარია. კომპოზიციას მარჯვენა მხრიდანაც ნახევარსვეტები კრავს. პირველი და მეორე სართულები რუსტირებულია. მათზე მოთავსებული ღიობები საჭექი ქვებითა და მის ირგვლივ განაწილებული გამეორებადი ფორმით არის შემკული. მესამე სართულის სარკმლებს სადა საპირეები ერთვის. აქვეა მოთავსებული აჟურული აივანი, რომელსაც ქვედა სართულზე შეკიდული მსგავსი ცხაურის მქონე აივანი ერთვის. პირველ სართულზე მარცხნივ გაჭრილი კარის ღიობი ქუჩას რამდენიმე საფეხურით უკავშირდება, მასში თანამედროვე რკინის კარია მოთავსებული. შენობას მაღალი ფრიზი და კარნიზი ასრულებს. მეზობელი სახლის ეზოსაკენ გამავალი კედელი შეულესავი აგურისაა. მასში რამდენიმე სარკმელია გაჭრილი. უშუალოდ საკუთარი ეზოს მხარეს შენობა ამოშენებული და სახეცვლილი შუშაბანდებით არის წარმოდგენილი. მათ ქვეშ სარდაფის ღიობებია დატანილი. სართულები ეზოს რკინისა და ხის კიბეებით უკავშირდება. აღწერილი ნაგებობა სადა ფასადის შემცველია, რომლის კომპოზიციური გადაწყვეტაც გააზრებულია. ის მის მეზობლად მდებარე ეზოებშემორტყმულ ნაგებობებთან ერთად კვარტლის ერთიან სურათს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5100
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: შევჩენკო ტარასის ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79612395
Y: 41.69801455