{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4042?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4042?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4042?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4042",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4042,
    "ID" : 4042,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სამსართულიანი სახლი ე.წ. ქართული აგურით არის ნაგები. შენობა რთული გეგმარებისაა, იგი ვიწრო ფასადით აბესაძის ჩიხისკენ გადის, უკანა ფასადითა და მის წინ მოწყობილი ეზოთი კი დადიანის ქუჩა N12-ის ეზოში. I სართულის არე ცემენტითაა შელესილი და ლითონის კარითა და კვადრატული ფანჯრით ნაწევრდება. \nკარიდან სადარბაზოში ვხვდებით, რომლის მოზრდილი მონაკვეთი ხის რიკულებიანი მოაჯირით შემკულ კიბეს უკავია. ფასადის მეორე სართული შუშაბანდს წარმოადგენს, რომლის მოაჯირი ჭვირული დეკორატიული ელემენტებით არის შემკული. მესამე სართული შელესილია, რომლის წყობაშიც შუშაბანდის კვალი იკითხება. ამდენად ფასადი მნიშვნელოვნად სახეცვლილი და ავთენტურობადაკარგულია. მისი თავდაპირველი სახის წარმოდგენა მხოლოდ მეორე სართულის მონაკვეთზე დაყრდნობით შეგვიძლია. როგოც ჩანს, ფასადი თავდაპირველად მოხარატებული აივნებით იხსნებოდა, რომლებიც შესაძლოა მალევე შემინეს. \nშენობის ძირითადი მონაკვეთი ვერცხლის შესახვევში ვითარდება. ამავე მხარესაა მოწყობილი ეზოც, რომელიც ვიწრო შესახვევისგან აგურისა და ლითონის ზღუდით იფარგლება. შენობა ეზოს ორი მხრივ შემოფარგლავს. I სართულის მონაკვეთში განთავსებული იყო ხის სვეტები, რომელთაც ზედა ორი სართული ეყრდნობოდა. სვეტების ნაწილი ახლა აგურის კედლებითაა შეცვლილი. ფასადის II სართული შუშაბანდს წარმოადგენს, რომლის მოაჯირები შელესილია. III სართული ხის ჭვირული აივნით იხსნება ეზოს სივრცეში. აივნის მოაჯირების ნაწილი დაკარგულია და მოგვიანებით ხის ფიცრებით არის შეცვლილი. როგორც ჩანს, II სართულის მონაკვეთიც ხის აივნით იყო შემკული, რომლისგანაც ამჟამად აღარაფერია დარჩენილი.  სახლის ზედა ორ სართულზე მოხვედრა ფასადის მარჯვენა კიდეში მოწყობილი ლითონის კიბითაა შესაძლებელი. ორივე ფასადს გვიანდელი გადაკეთებების შედეგად ავთენტურობა აქვს დაკარგული და დამახინჯებულია, თუმცა მათ ცალკეულ მონაკვეთებში შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტები შენობის თავდაპირველი სახით აღდგენის საშუალებას მაინც იძლევა. \nძალიან საინტერესოა შენობის სივრცულ-გეგმარებითი სტრუქუტრა, რომელიც რთულადაა განვითარებული და ორგანულად არის მორგებული მიკროუბნის მჭიდრო განაშენიანებას.",
    "StatusName" : "ობიექტი სტატუსის გარეშე",
    "RegistryN" : "",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აბესაძე გიას II ჩიხი/4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.802925369999997,
    "Y" : 41.692175280000001
  }
}