ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4041
ObjectID: 4041
ID: 4041
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის მხარდამჭერის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 3 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს ხაზოვანი ფორმა ფასადებით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე, ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი დამუშავებულია ერთი და იგივე სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაგვირგვინებულს ყრუ პარაპეტით. საინტერესოა ფასადების მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად საპირეების დეკორი, ლითონის აივნების აჟურული მოაჯირები და კრონშტეინები, დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტები და სხვა. შენობის ფასადები შელესილი და შეღებილია, ქუჩის მხრიდან ნახევარსარდაფებში განთავსებულია მაღაზიები, როს გამოც ჩაჭრილია ღიობები. შენობის სადარბაზოს დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბე, იატაკის დეკორი, ხის კიბე, ხის მოაჯირი და კარის დეკორი. სადარბაზო შელესილი და შეღებილია. საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს ფასადები ხის გალერეისებრი აივნებით არის წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია. შენობა დაგვირგვინებულია ხის ლავგარდანით. საინტერესოა ხის მოაჯირებისა და სვეტების დეკორი. შიდა ეზოში მოხვედრა შესაძლებელია გვერდზე შენობის კედელში დატანებული თაღოვანი გასასვლელის მეშვეობით. იგი დაფარულია ასფალტის საფარით. სახლს აქვს სარდაფი, რომელიც შლესილი აგურის წყობის კედლებით არის ამოყვანილი. მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 3 მ-ია და ჩასვლა შესაძლებელია ეზოს მხრიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3771
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭონქაძე დანიელის ქ./2.ამაღლების ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.796007
Y: 41.69029407