CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4038
ObjectID: 4038
ID: 4038
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, თუმცა სავარაუდოდ მთავარი ფასადის ხის აივანი საუკუნის მიწურულს უნდა ჰქონდეს მოწყობილი. ნაგებობა კლასიცისტური სტილის ნიშნებს ატარებს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ძველი ქართული აგური და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. მთავარი ფასადის კომპოზიცია სიმეტრიული, გაწონასწორებული ხასიათისაა, რომლის "მძლავრ" და მთავარ მხატვრულ არქიტექტურულ აქცენტს, ხის გადმოკიდებული შუშაბანდი წარმოადგენს, რომელიც სიმეტრიის ღერძზე, კომპოზიციის ცენტრში მდებარეობს. მეორე სართულის თაღოვანი სარკმლები, სადა საპირეებით და გადმოკიდებული ხის შუშაბანდი, ეროვნული მოტივის გამოძახილი უნდა იყოს. მთავარი ფასადი მოკლებულია ნაძერწობასა და დეკორატიულ შემკულობას. მისი ეს სისადავე და ერთგვარი სიმკაცრე, ნიშანდობლივია კლასიცისტური სტილისთვის. ფასადს ასრულებს სადა პარაპეტი. შიდა ეზო თბილისური სახლებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ხასიათდება. აქ გვხვდება ხის შუშაბანდი და ძველი კიბეები, რომელთაც, სამწუხაროდ, თითქმის მთლიანად დაკარგული აქვთ ავთენტური სახე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5054
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ყიფიანი დიმიტრის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79355277
Y: 41.69701328