CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4037
ObjectID: 4037
ID: 4037
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და აქვს დომინანტის მხარდამჭერის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 2 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური, გადახურულია ლითონის სახურავით. შენობის ფასადები ეკლექტურია, ატარებს რენესანსისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და გადაწყვეტილია ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობით, რომელიც დანაწევრებულია სართულშუა კარნიზითა და სარკმელებს შორისი პილასტრებით. სახლი დაგვირგვინებულია პროფილირებული დეკორირებული ლავგარდანით და ყრუ პარაპეტით. შენობის მარჯვენა განაპირა ნაწილში განთავსებულია სადარბაზოში შესასვლელი არქივოლტით შემკული თაღოვანი ხის კარი. შენობის ცოკოლი და პირველი პირველი სართული დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით. მეორე სართული კი დამშვენებულია კანელურებითა და კორინთული კაპიტელებით შემკული პილასტრებით. ფასადზე გამოდის ერთი მოზრდილი ლითონის აივანი, ლითონის კრონშტეინებით და მოაჯირებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების პროფილირებული საპირეები, სანდრიკები, ფლორალური ჰორელიეფებით შემკული ფრონტონები, კარნიზის კრონშტეინები, კბილანები და იონიკები.
შენობის მეორე, ქუჩის ფასადი ძველი აგურის წყობით ამოყვანილი ყრუ კედელია.
სახლს აქვს ერთი სადარბაზო, რომლის დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს მარმარილოს კიბე, იატაკის ტერაცო ტალღისებური არშიებით, ჭერის მოხატულობა, ლითონის მოაჯირი, ასევე ლითონის მორკალული კიბე ხის საფეხურებით, სადარბაზოში შესასვლელი ხის სანდრიკებიანი და ლითონის ცხაურებიანი უხვად დეკორირებული კარი და შუქფარანი. სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია. შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებულია. აღსანიშნავია ხის მოაჯირების ჭვირული დეკორი. საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ერთი შედარებით ახალი მინაშენი პირველი სართულის დონეზე და მეორე, ადრეული მიშენება, რომელიც წარმოადგენს ძირითადი შენობის გაგრძელებას - მის ორსართულიან ფლიგელს.
საცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია შენობის კიდეში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელის მეშვეობით.
შენობის ნახევარსარდაფი გამოირჩევა შეულესავი აგურით ნაგები თაღოვანი გადახურვით, მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,8-3 მ-ია. თავდაპირველად მასში მოხვედრა შესაძლებელი იყო ეზოდან, ამჟამად კი რესტორანია განთავსებული და გაჭრილია დამატებითი კარი და რამოდენიმე საფეხური შენობის ეზოში შესასვლელი თაღის კედელში. შენარჩუნებულია ავთენტური ნაწილები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5035
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქიქოძე გერონტის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79827656
Y: 41.69072993