CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4035
ObjectID: 4035
ID: 4035
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი სამკუთხა ნაკვეთთანაა შეთანხმებული. მას თავისუფალი და განვითარებული გეგმარება ახასიათებს ირეგულარული სათავსების ასიმეტრიული განლაგებით. ნაგებობის ძირითად, მართკუთხედთან მიახლოებულ ბლოკს ასკანის ქუჩისკენ დიდი სამკუთხა შვერილი უკეთდება. მთავარი ფასადის მხრიდან შენობის II სართულს დაკიდული აივანი გასდევს, რომელიც სამკუთხა ბლოკის თავზე დიდ, ღია ბაქანს უერთდება. აივანს წინა მხარეს, შუაში, ზედა განათების მქონე ღრმა უბე აქვს. სახლს გვერდითი ფასადის გასწვრივაც გასდევს აივანი II სართულზე, რომლის ქვეშ I სართულზე მოაჯირით შემოზღუდული ღია დერეფანია. ორი, განსხვავებული კონსტრუქციის აივნის გადაბმის ადგილას, შენობის კუთხესთან მხატვრულად გაფორმებული დახურული კიბის უჯრედია მოწყობილი, რაც ტიხრავს ეზოს ორ ნაწილად. შენობის წინა ნაწილში არის სარდაფის სათავსები ღრმა, თაღოვანი ნიშებით. სარდაფის სათავსების ნაწილს ბრტყელი ჭერი აქვს, ნაწილს - ბრტყელთაღიანი, თევზიფხური წყობით გადაყვანილი. სახლს აქვს სწორკუთხა, მშვილდათაღიანი და ნახევარწრიულთაღიანი კარის და ფანჯრის ღიობები. სახლი ნაგებია კვადრატული აგურით. ამ მასალით არის ამოყვანილი კედლები, სხვადასხვა ფორმის ღიობები, კედლის ნიშები და სარდაფის კამარები. ხისაა აივნის კონსტრუქციული და დეკორატიული ელემენტები, სართულშუა გადახურვები, იატაკი და ღიობების ჩარჩოები. საფასადო ღიობებს ნალესობით შესრულებული რთულპროფილიანი საპირეები შემოუყვება, რომელიც იმეორებს მის თაღოვან ფორმას. საპირეს რთული პროფილი აქვს და ნაპირები ორივე მხრიდან არშიისებურია; თაღი გვერდებს აყოლებულ კანელურებიან პილასტრებს ეყრდნობა, რომელსაც სტილიზებული ვოლუტებიანი კაპიტელები აქვს და ერთმანეთთან ჰორიზონალური სარტყელით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. მხატვრულადაა დამუშავებული ხის ჩარჩოებიც. თაღოვანი ღიობების ფრამუგა სამკუთხედებითაა დანაწევრებული. აივანს სახლის გეგმარებით სტრუქტურაში სერიოზული ადგილი ეთმობა; მისი ფართის ხვედრითი წილი დიდია; მას უკავშირდება გამორჩეულად გაფორმებული კიბის უჯრედი, დიდი ვერანდა-ბაქანი სახლის კუთხესთან და შუაში მოქცეული, სასინათლო ჭით აღჭურვილი ღრმა უბე. საინტერესო კონსტრუქციული გადაწყვეტა აქვს აგრეთვე ორიარუსიან აივანს მთავარ ფასადზე, რომლის სიღრმე II სართულზე თითქმის ორჯერ მეტია. ამის გამო იგი სანახევროდ დაკიდული აივნია და გარდა მძლავრი სამკუთხა კრონშტეინებისა, კიდესთან დაყენებულ სართულნახევრის სიმაღლის სვეტებსაც ეყრდნობა. I სართულის აივანი კი შიგნით არის შეწეული. გარდა კონსტრუქციული თავისებურებებისა საინტერესოა აივნის მდიდრული დეკორი. მრგვალ სვეტებს შორის რთულპროფილიანი, კილისებური აჟურული თაღებია, რომლის კიდეები მაქმანისებურია, ხოლო ორნამენტის მოტივი და შესრულება რთული და დახვეწილი. ხის აჟურულ მოაჯირზე მცენარეულორნამენტიან კვადრატულ დაფებს შორის ჩართულია ხის ჭრით ბადისებურად დამუშავებული მართკუთხა დაფები. ასეთივეა გვერდითი ფასადის მხრიდან აივნის სვეტები და აჟურული თაღები, მოაჯირი შეფიცრულია; აივანი ამ მხარეს უფრო ვიწროა და ეყრდნობა ანალოგიურ, მძლავრ კრონშტეინებს. აივნის ქვეშ, I სართულზე პარალელურძელაკებიანი ხის მოაჯირით შემოფარგლული ღია დერეფანია. ფასადის გაფორმების მნიშვნელოვანი აქცენტია შენობის კუთხესთან მიდგმული კიბის უჯრედის დინამიური მოცულობა და ამ უჯრედისა და აივნის დამაკავშირებელი ნაწილის დეკორატიული გაფორმება. კიბის უჯრედის შეფიცრული კედლების ზედა ნაწილებსა და აივნის ამ ნაწილში გამართული მუშარაბის ალათები სუსტი ძელაკებისაგან ნაქარგ ჰაეროვან აბლაბუდას ქსელს წააგავს. ასკანის ქუჩისკენ სახლის ფასადს ნალესობით შესრულებული პროფილირებული კარნიზი ასრულებს; ასეთივე პროფილის ჰორიზონტალური სარტყელები გასდევს ფასადს სარკმლის ძირისა და სართულშუა დონეზე. ანალოგიური სარტყელები არის მთავარ ფასადზე აივნის შიგნით. ყოველ სართულზე მრავლად არის განჯინა, თახჩა და ნიშა. პირველი და მეორე სართულის დიდ ოთახებში არის პროფილირებული კარნიზები. სახლს აქვს გალავანშემოვლებული ეზო, რომელიც კიბის უჯრედის ბლოკით ორ, იზოლირებულ ნაწილად არის გაყოფილი; ეზოებს დამოუკიდებელი შესასვლელები აქვს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3949
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბეთლემის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80555983
Y: 41.68977133