CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4034
ObjectID: 4034
ID: 4034
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი აგურით არის ნაგები, მისი მთავარი ფასადი შელესილია. მასზე ნაგებობის ორი სართული და სარდაფის ნაწილი გამოდის. საფასადო კომპოზიცია ასიმეტრიულია. პირველ სართულზე დიდი თაღოვანი ჭიშკარია გაჭრილი, საიდანაც სწორკუთხა გვირაბით ეზოში შევდივართ. ჭიშკრის ორსავ მხარეს კარის ღიობებია, რომლებიც ერთნაირად არის დეკორირებული. ორივე კარი სამი საფეხურითაა შემაღლებული, ისინი ხისაა და რკინის ორნამენტული ცხაურებით არის გამშვენებული. კარებს წინფრები აქვს, ისინი კრონშტაინებზეა დაყრდნობილი და უხვად არის დეკორირებული. პირველ სართულის მარცხენა მხარეს სამი დაბალთაღიანი სარკმელია ჩასმული, ხოლო მარჯვნივ ორი სწორკუთხა, მათ შორის კი ნიშაა მოქცეული. მეორე სართულზე კიდეებში ორი აივანია, აქედან მარცხენას მოაჯირი რკინის ორნამენტებით არის გაფორმებული და თავდაპირველია, ხოლო მარჯვენა მოგვიანო ხანისაა და იგი რკინის გისოსებითაა შემოზღუდული. მეორე სართულის კიდეებში თითო სარკმელია გაჭრილი, მარჯვენა ღიობი ნაწილობრივ ამოშენებულია. ზედა სართულის სარკმელიც დაბალთაღიანია, თუმცა ისინი ქვედა სარკმლებისგან განსხვავებით, სწორკუთხა მოჩარჩოებაშია ჩასმული, ზემოთ თითოეულს საჭექი ქვა აქვს გამოყოფილი და ჰორიზონტალური თაროთი სრულდება. ჭიშკარს ორსავ მხარეს მთელ სიგრძეზე სადა დეკორატიული პილასტრებია ჩასმული, ასეთივე პილასტრია მარცხენა კარის გვერდითაც. მთავარი ფასადის ქვედა ნაწილში სარდაფია მოწყობილი და მარცხენა კიდეში მასში ჩასასვლელი კარია გაჭრილი. ფასადის ზედა მხარეს კარნიზია, რასაც რუსტირებული პარაპეტი ადგას. ეზოში, სადაც ჭიშკრიდან შევდივართ, პირველი სართული სახეცვლილია, ხოლო მეორე სართულზე აივანი და შუშაბანდია მოწყობილი, რომლებიც ერთმანეთს ხის ორმხრივი ხიდისებრი აივნით უკავშირდება. შუშაბანდი მთლიანად ხის არის და მისი მოაჯირი რიკულებიანია, ხოლო გადახურვა კრონშტაინების მწკრივს ეყრდნობა. რაც შეეხება აივანს, მას ხის მცირე გამოყვანილი ბოძებისგან შემდგარი მოაჯირი ამშვენებს. გადახურვა კი მრგვალი გეგმარების სვეტებს ეყრდნობა. უკანა მხარეს აივანს და შუშაბანდს ხის ასეთივე მოაჯირებიანი კიდეები აქვს მიდგმული. მთავარი ფასადის მომიჯნავე მარცხენა კედელი შეულესავად არის დატოვებული, ის შედარებით სადაა და აქ მხოლოდ სამ რიგად გამწკრივებული სარკმლებია წარმოდგენილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4699
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უკლება კირილეს ქ./13.ნიაღვრის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79407152
Y: 41.6956417