ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4031
ObjectID: 4031
ID: 4031
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: რუსთაველის გამზირის მიმყოლი, ექვს სართულიანი ნაგებობის ექსტერიერი ევროპული ხუროთმოძღვრული სამკაულით არის გაფორმებული. ის თავისუფლების მოედნისკენ ვიწრო ფასადით არის მიმართული. რუსთაველის პერპენდიკულარულNნ. ვაჩნაძის ქუჩას კუთხით შემოწერს, რომელსაც გიგანტური კორინთული კოლონადა და მათ შორის მოქცეული, ბალუსტრადით შემოსაზღვრული აივნებით არის წარმოდგენილი. სვეტებს შორის ქუჩისკენ მიმართული ღიობები და მათზე მოთავსებული ფრანგული აივნებია დატანილი. მოედნისკენ ფასადი სწორკუთხა გეგმარების გიგანტური პილასტრებითა და მათ შორის მოქცეული სარკმლებით არის მიმართული. ნაგებობის პირველ სართულზე რუსტირებურ ნახევარსვეტებს შორის მოქცეული დიდი ზომის ვიტრინა-ღიობებია გაჭრილი. ის მეორე სართულისგან მძლავრი კარნიზით გაიმიჯნება. მის ზემოთ მცირე ზომის სადა სარკმლებია ჩამწკრივებული. გრძივ ფასადზე რუსტირებული და კორითული ნახევარსვეტებით მონიშნული და შუაზე გაყოფილი რკალური ფრონტონით დაგვირგვინებული რიზალიტების მონაცვლეობაა. რიზალიტზე მცირე ზომის კონსოლებზე დაყრდნობილი ბალუსტრადით შემოსაზღვრული აივნებია მოთავსებული. ანალოგიური აივნებია მოქცეული რიზალიტებს შორისაც. ფასადს თანმიმდევრულად განაწილებული ღიობები ერთვის. შენობას პროფილირებული კარნიზი ერთვის, რომლის ზემოთაც დამატებითი სართულია მოქცეული. ეზოს მხრიდან, კოლონადებითა და ბალუსტრადით მონიშნულ აივნებსა თუ სარკმლებს გვიანი მინაშენები ერთვის, რომელიც ნაგებობის ეზოსკენ მიმართულ თავდაპირველ ფასადს იერს უცვლის. აღნიშნული ნაგებობა მონუმენტურია, რასაც მასშტაბთან ერთად მისი გიგანტური ხუროთმოძღვრული სამკაულებიც განსაზღვრავს. არქიტექტურული ელემენტები ისეა განაწილებული, რომ ფასადს გაწონასწორებულს ხდის. აღწერილი, მსხვილმასშტაბიანი საცხოვრებელი სახლი რუსთაველის გამზირის ვიწრო ყელის მოხაზულობას, სხვა მონუმენტურ ნაგებობებთან ერთად, მთელი ქუჩის მასშტაბსა და დიდწილად მის მხატვრულ სახეს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4809
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1939
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>სილამაზის სალონი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80080476
Y: 41.69495107